ნაციონალურ არხებზე გაშუქებული ახალი ამბების მიხედვით ნაციონალური მოძრაობა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფაზაში იმყოფება, როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების თარიღს გაზაფხულისთვის ხომ არ გადმოწევს?
- ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად დგამს ნაბიჯებს, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება, ან რომლის გადაწყვეტილებებიდან და ქმედებებიდან შესაძლოა, ადამიანმა ლოგიკური დასკვნები გამოიტანოს, ამიტომ თქმა იმისა, როდის რატომ აკეთებს ხელისუფლება, ძალიან რთულია. აბსოლუტურად ვეთანხმები შეფასებას, რომ ნამდვილად კარგა ხანია, ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია.