ხვალ, 4 მარტს, 13 საათზე, თელავში, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ სამხარეო დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება, სადაც პარტიის რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს წარადგენენ.
კონფერენციის გამართვამდე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭოს წევრები თელავში სამხარეო ოფისს გახსნიან.
კონფერენციის შემდეგ ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭოს წევრები ადგილობრივ მოსახელობას შეხვდებიან.
თელვაში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მეექვსე რეგიონალური ოფისი იხსნება. უახლოეს დღეებში დამფუძნებელი სამხარეო კონფერენცია გურიაში გაიმართება.

























