დაიბადა 1958 წელს ქ.ქუთაისში.
ექიმი
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან გიორგი გეგელაშვილმა მუშაობა დაიწყო სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში და განვლო გზა კლინიკური ორდინატორობიდან დირექტორობამდე.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გიორგი გეგელაშვილს გავლილი აქვს სასწავლო კურსები ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (დანია), ნიდერლანდებში - მაასტრიხტის უნივერსიტეტი, პოლონეთში - იაგელონის უნივერსიტეტი, იტალიაში - როკფელერის ცენტრი.
გიორგი გეგელაშვილი 50 სამეცნიერო შრომისა და ორი გამოგონების, ასევე პაციენტთა უსაფრთხოების დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სალექციო კურსის ავტორია.
გიორგი გეგელაშვილი 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრია.
სხვადასხვა პერიოდში გიორგი გეგელაშვლი ბრიტანულ-საბჭოთა ერთობლივი საწარმო “უნიფარმის” მთავარი კონსულტანტი და ს/ს “მედსერვისის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის “წამლის პოლიტიკის” პროგრამის კოორდინატორი და დირექტორია (1999-2000);
გიორგი გეგელაშვილი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის „გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის“ და „პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსის” თავმჯდომარეა. ასევე ხელმძღვანელობს ანემიის დაძლევის ეროვნული პროგრამას.
ამავე დროს, გიორგი გეგელაშვილი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრის მმართველი კომიტეტის, ევროპის სამედიცინო ხარისხის საზოგადოების, ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის, ნევროლოგიური საზოგადოებების ევროპის ფედერაციის საბჭოს წევრი და ევროპა-აზიის პაციენტთა უსაფრთხოების ინიციატივის რეგიონული კოორდინატორია.

























