<
კომენტარი
სამარცხვინოა, როცა სპეცნაზი იცავს ერთ კაცს და არა ქვეყნის მოქალაქეებს

06.05.09გამოსვლა პარლამენტის წინ

გილოცავთ  გიორგობას. საკმაოდ მძიმეა დღევანდელი გიორგობის დღე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მალე დააღწევს თავს ამ განსაცდელს.


ჩვენ პოლიციის სამმართველოს შენობასთან ვიყავით, როდესაც შენობიდან სპეცნაზი გამოიყვანეს. იმის ნაცვლად, რომ სპეცნაზს ხალხი არ გაეღიზიანებინა და პროვოკაციაზე არ გამოეწვია, იმის მაგივრად, რომ საკუთარი მოქალაქეები დაეცვა, სპეცნაზმა „მიშა, მიშას!“ ყვირილი დაიწყო. ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის პრეტენზია აქვს, სპეცნაზი პრეზიდენტის სახელს არ სკანდირებს. ეს არის სამარცხვინო. სპეცნაზი იცავს ერთ კაცს და არა ქვეყნის მოქალაქეებს.
 
სამარცხვინოა იმ პოლიციელების საქციელი, რომელთაც მოვუწოდებდი ხელი არ აღემართათ საკუთარ ძმებზე, რადგან ხალხი შენობაში შეჭრას არ აპირებდა და რომლებიც ჩემი ხმის გაგონებაზე განსაკუთრებით აგრესიულები ხდებოდნენ.


სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სპეცნაზს სპეციალური დავალება ჰქონდა, რომ ოპოზიციის ლიდრებისთვის დამიზნებით ესროლა.


მე ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მოვდივარ, სადაც დაახლოებით 30-მდე დაშავებული არის მოთავსებული.

მე იქ ვნახე ბატონი გია მაისაშვილი, რომელსაც შუბლში აქვს მოხვედრილი ტყვია. ასევე ვნახე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თვალში ქვა მოარტყეს; რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის დაშავებული, რომელსაც შეძლებენ თუ არა გადაურჩინონ  თვალი, ექიმებმა ჯერ არ იციან. დაშავებულია ბატონი ზვიად ძიძიგური, სერიოზული დაზიანებები აქვთ ძმებ გაჩეჩილაძეებს, ასევე ჩვენი პარტიის მთავარი საბჭოს წევრს  შალვა ოგბაიძეს.


როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე ვიყავი მე, რადგან ჩემი დაცვის ექვსი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. იანვარში, კანონის დარღვევით,  სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ორგზის ყოფილ თავმჯდომარეს, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელს  დაცვა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომიხსნა. ჩემი დაცვის სამსახურში მყოფმა  ბიჭებმა უარი თქვეს სამსახურზე და ჩვენს და თქვენს გვერდით, ჩვენი პარტიის გვერდით დადგნენ. დღეს ექვსი მათგანი მძიმედ დაშავდა. ზოგიერთს ტყვია შუბლში, ზოგიერთს თვალთან და საფეთქელთან აქვს მოხვედრილი. ერთ-ერთ მათგანს რამდენიმე ნაკერის დადებაც დასჭირდა.


პოლიცია არ ადასტურებს პლასტიკური ტყვიების გამოყენების ფაქტს. ერთი ასეთი ტყვია მე ხელში მიჭირავს და მას მთელი მსოფლიო ნახავს.


სამმართველოს შენობიდან ტყვიებს აქციის მონაწილეებს ესროდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ პოლიციისგან დაეხსნათ სამი ახალგაზრდა, მათ შორის თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელსაც გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ამას არავინ აპატიებს ამ ხელისუფლებას.

მე შევპირდი ხალხს, რომ საპროტესტო აქციებზე ჩემს შვილებთან ერთად ვიქნებოდი. ორივე მათგანი ჩემს გვერდით იყვნენ დღესაც. 23 წლის უფროსს შვილს ტყვიაც მოხვდა ყბაში, მაგრამ არა უშავს, გადარჩა.


დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება სხვანაირი გზით იცვლებაო, ჭკუას გვარიგებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიცია თხუთმეტი წლის ბიჭს გაუპატიურებით არ ემუქრება.
 
ჩვენ არ დავიშლებით. ვერანაირი ძალა ვერ დაგვშლის მანამ, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება და ხელისუფლება არ შეიცვლება.


ჩვენ კარგად ვიცით დემოკრატიის ფასი. ჩვენ აქ ვდგავართ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები ღირსებააყრილნი არ იყვნენ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მინდა მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი ღირსია თავისუფლების, სამართლიანობის და ღირსეული ხელისუფლების.


მჯერა, მალე მოეღება ბოლო ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას. საქართველო იქნება დემოკრატიული, ერთიანი, სამართლიანი და ღირსეული ქვეყანა.


ჩვენ ვერ შეგვაშინეს, ვერ შეგვაშინებენ და ვერც ერთ ნაბიჯს უკან ვერ გადაგვადგმევინებენ.


 

ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა