ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან
„რაც უნდა ზეწოლა იყოს ჩემზე, მათ, ვისაც იმედი აქვთ, ამით მიზანს მივაღწევთო, მინდა მოლოდინი გავუცრუო. არც ქვეყნიდან წავალ, არც პოლიტდევნილის სტატუსს მოვითხოვ და ბოლომდე ვიბრძოლებ.
ჩემს დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მესიჯის გამოგზავნას, თუ გარიგებაზე წამოხვალ, ბრძოლას შეწყვეტ, ყველა პრობლემა მოიხსნებაო, აზრი არა აქვს. არანაირ გარიგებაზე არ წავალ და ვიბრძოლებ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ფიზიკურად არ გამანადგურებენ.
სააკაშვილს მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა და ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ამ კითხვებს მეც დავუსვამ სააკაშვილს და სხვასაც მივეხმარები, რომ დაუსვას.
ხელისუფლებამ წყნეთის აგარაკის საკითხით აპელირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ აგარაკის რეალიზაციით მიღებულ თანხას მთლიანად მოვახმარდი პოლიტიკურ ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად.
ეს ჩემთვის აგარაკის წართმევა კი არ არის, ხალხისათვის ბრძოლის რესურსის წართმევაა!
ხალხი მალე დაინახავს, სააკაშვილი და მისი მთავრობა, რომელიც აცხადებს, ქამრები უნდა შემოვიჭიროთო, სინამდვილეში როგორ განკარგავენ სახელმწიფო ბიუჯეტს და რა ქონების პატრონი არიან. თანდათან ახლოვდება დრო, როდესაც ეს მასალები გახმაურდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მთავრობის წევრები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე გახდნენ მილიონრები.
ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცნაურობა ხდება. რომელ ქვეყანაში ინიშნება ქურდებთან ბრძოლაში თავგამოჩენილი კაცი თავდაცვის მინისტრად?!
ჯარი სააკაშვილისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს. იქ თუ უკმაყოფილება დაიწყო, ამას სააკაშვილი გადაჰყვება და ამიტომაც ცდილობს ჯარის დაშინებასა და დაშლას. ვფიქრობ ეს არ გამოუვა. ახალაიამ ქურდებთან ბრძოლით კი არა, თავი იმით გამოიჩინა, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილის დავალებით თეთრი „ჟიგულით“ დაქროდა და ფოტოაპარატით ხელში კომპრომატებს აგროვებდა მის ოპონენტებზე. შესაძლოა, ახალაიას სააკაშვილის, კალაშოვისა და ტარიელ ონიანის ერთმანეთთან ჩახუტებული ფოტოებიც ჰქონდეს და ამიტომაც ვერ იშორებს.
ლევან ბეჟაშვილს აზროვნებისა და კვალიფიციურობის პრობლემა არა აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვს გამბედაობისა და ვაჟკაცობის პრობლემა. კონტროლის პალატას ძალიან ბევრი მასალა აქვს.
არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. ვიბრძოლებ ყვალა კანონიერი მეთოდით, რაც გამარჯვებას დასჭირდება“.
„კვირის პალიტრა“; 31.08.09; ავტ.იზო რიკაძე; გვ.7
















Hardtalk - Mikheil Saakashvili pt 1