„ჩვენ არა მხოლოდ არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს, არამედ მათ გადაამეტეს ყველასა და ყველაფერს. ხანდახან მიხარია, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები იმ სისულელეს არ ისმენენ, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს.
ხელისუფლებაში გვყავს პრეზიდენტი, რომელიც აღარ არის ამ ქვეყნად... ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეხედეთ პრეზიდენტის გამოსვლებს, რას ამბობს, როგორ ამბობს, რა ფორმაშია... თუ ამის ატანა შეუძლია ჩვენს ხალხს, კი ბატონო, მაგრამ ეს კაცი მარტო აწმყოს კი არა, ჩვენი ქვეყნის მომავალსაც ძირს უთხრის.
სააკაშვილს პანიკურად ეშინია, რომ ვინმემ არ შეძლოს და არ დაანახოს ჩვენს საზოგადოებას რუსულ-ქართული ურთიერთობების მეტ-ნაკლებად ნორმალიზაციის რეალური გზა. არავინ დაანახოს ხალხს, რომ ყველა უბედურება სააკაშვილის უპასუხისმგებლობისა და უსინდისობის გამო დაგვემართა. ამიტომ დაიწყეს კუდიანებზე ნადირობა...
სამშობლოს ღალატის მაგალითი და ამის შედეგი თითოეული ჩვენგანის თვალწინაა, ღალატია ის, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყნის მეხუთედი ჩააბარა რუსეთს, ქვეყანა ჩართო წინასწარ წაგებულ ომში და უკან შემოაბრუნა რუსეთის ბაზები. მამისონი ისე გააჩუქა, ხმაც არ ამოუღია არავის. ამ ხალხს აუცილებლად მოუწევს საბრალდებო სკამზე დაჯდომა, სწორედ ქვეყნის ღალატის მუხლით...
ნოღაიდელის ნაბიჯები მისი საქმე, მისი არჩევანია, რომლის შედეგსაც დრო გვაჩვენებს. თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია. ფაქტია, ამის ყველა რესურსი ხელისუფლებამ ამოწურა და ახლა ყველაზე ეჭვიანობს, ვისაც კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა. ისე, რომ იცოდეთ, სააკაშვილი ემისარს ემისარზე გზავნის რუსეთის ხელისუფლებასთან, სხვათა შორის, არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც....
ბოლო წლების განმავლობაში სააკაშვილმა ბევრი რამით გამაოცა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის შეეგუებოდა ბუტაფორიულ პრეზიდენტობას. ეს რომ ასეა, იქიდანაც კარგად ჩანს, რა თემებზე ლაპარაკობს ბოლო ხანს... მტკვარზე „ბასეინის“ აშენება პრეზიდენტის საქმე არ არის, არც პლაჟების მოწყობის დაგეგმვა... ჯანდაბას, კურორტების განვითარების გეგმაზე ილაპარაკოს და მწვანე შარვალიც ჩაიცვას, მაგრამ ეს ყველაფერი კლოუნადას ემსგავსება. ვფიქრობ, რომ მისი ჩაცმულობის სტილი შემთხვევით არ არის შერჩეული, ის ისე არაადეკვატურად გამოიყურება და ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომ როგორც ჩანს, ვიღაცამ იფიქრა, სჯობს, ასე ჩავაცვათ და ხალხმა ამაზე გადაიტანოს ყურადღება, ამაზე ილაპარაკოს, ვიდრე მის ნათქვამ სისულელეებზეო...გაოცებული ვარ, როგორი დეგრადაცია განიცადა ამ ადამიანმა. საინტერესოა, რა მექანიზმებით მოახერხა გარემოცვამ მისი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა?! ფაქტია, რომ დღეს ქვეყანას მართავენ ვანო მერაბიშვილი და მისი პატარა ჯგუფი, რომლებიც კაცმა არ იცის, ვის ინტერესებს იცავენ...ისიც ძნელი სათქმელია, როდის რას გადაწყვეტს სააკაშვილის გარემოცვა სააკაშვილთან მიმართებაში...
ფაქტია, რომ გარემოცვა სააკაშვილს თავს არ შეაკლავს. როგორც კი იგრძნობენ, რომ მათთვის საფრთხეს შეიცავს სააკაშვილი, აუცილებლად მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, რა იქნება ეს კონკრეტულად, არ ვიცი...სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში არავინ წაჰყვება, სხვათა შორის, უკვე დიდი ხანია, რაც თანმიმდევრულად უთხრიან ძირს...
უგულავა უკვე დიდი ხანია ემზადება პრეზიდენტობისათვის, მახსოვს, სააკაშვილი ამბობდა, როგორ შეიძლება ეს ერთუჯრედიანი პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებდესო... სხვა საკითხია ეს „მაგარი ბიჭები“ ასეთ შეფასებას რომ ითმენენ... როგორც წესი, ასეთ შეურაცხყოფას სააკაშვილის გარემოცვა სიხარულით ირგებს ხოლმე...
ედპ რომ გამოვარდა და ყველას მოღალატეს ეძახის, პირველმა ვინ თქვა, ნატოში არ შევალთ, თუ რუსეთი კარგად მოგვექცევაო?! ეს რატომ არავინ გააპროტესტა? არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ უთქვამს ხმამაღლა, ნატო არ გვინდაო. ითქვა, რომ ნატო კარგია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობააო...მაგრამ უგულავამ პირაპირ გაუგზავნა მესიჯი კრემლს, კარგი ბიჭი ვარ, ოღონდ მხარი დამიჭირეთ პრეზიდენტობის გზაზე და დასავლურ ფასეულობებზე უარს ვიტყვითო.
ამაზე რატომ არავინ არაფერი თქვა? უგულავას რატომ არ ეძახიან მოღალატეს?! კიდევ ერთი საკითხი ამიხსნას ვინმემ, რას დაემსგავსა დღეს ჩვენი სატელევიზიო სივრცე, მხოლოდ საიმფორმაციო გადაცემებს არ ვგულისხმობ, გარყვნილებას ვაჩვენებთ დღისით, მზისით ჩვენს შვილებს. სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ დღის საათებში ასეთი გადაცემები, თუნდაც ასეთი გადაცემების ანონსები?! ასე მგონია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი ერის სულიერი ფასეულობების განადგურება. ოჯახური ტრადიციის განადგურებას ცდილობენ, არადა, სახელმწიფო სწორედ ოჯახზე დგას".
„ყველა სიახლე“; 11.02.10; ავტ.ნათია დოლიძე; გვ.3






















Hardtalk - Mikheil Saakashvili pt 1