various
„ვინ აპირებდა საკუთარ ხალხზე 2007 წელს ტანკების გატარებას და სააკაშვილის მოწერილ რომელ მესიჯებს ინახავს ნინო ბურჯანაძე ტელეფონში“
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„მიუხედავად განსხავავებული მოსაზრებებისა, 2003 წელს სამმა ლიდერმა შევძელით კოორდინირებულად წარგვემართა ჩვენი მოქმედება და გვემუშავა დასავლეთთან. ჩვენ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები ან წასულიყო. სამწუხაროდ, ასეთი ერთობაც ვერ მოხერხდა 2009 წელს ოპოზიციაში.

ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე მირბოდა, მეორე ნაწილი ამბობდა, დიალოგი არ შეიძლებაო, მესამეს აზრით, ორივე შეიძლებოდა. სააკაშვილს ვერ წაართმევ იმას, რომ როდესაც საქმე მის პირად წარმატებას ეხება, გამბედავია და ნაკლებად ფიქრობს სხვებზე. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ მისთვის მთავარი არ იყო ქვეყნის სტაბილურობა და ის თუ რა ფასად მიაღწევდა წარმატებას. ოპოზიციურმა ლიდერებმა მაშინ ჩვენს თავზე ვერ ავიღეთ ის რისკი, რომელიც, უდავოდ, არსებობდა გადაგვედგა რადიკალური ნაბიჯები.
თუმცა, გონივრული, შეთანხმებული და ცოტა უფრო მწვავე ნაბიჯების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევდით.

2003-ში ჩვენ არა მხოლოდ დასავლეთს, ყველას ვუგზავნიდით გზავნილებს, მათ შორის სააკაშვილსაც და ეს იყო ღია გზავნილები, თუნდაც, რუსეთის მიმართულებითაც და ჩვენს პოლიტიკურ კურსს აშკარად ვაცხადებდით. მე არ მესმის, რატომ არ იყო  მაშინ დანაშაული იგორ ივანოვთან შეხვედრა და მასთან ჩახუტება - ნამდვილად სააკაშვილი ჩაეხუტა, თუ ვინმე ჩაეხუტა მას პირველი და რატომ არის დღეს იმის დეკლარირება, რომ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, სამშობლოს ღალატი?!

ერთ-ერთ გადაცემაში ქალბატონმა კვესიტაძემ გამაჩერა და მითხრა, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ იყოო. მე შევახსენე მას, რომ 90-იანი წლების დასაწყისშიც იყო ომი აფხაზეთსა და ოსეთში, იქ მაშინაც რუსული ჯარები იდგა და პლუს ამას რუსეთის სამხედრო ბაზები იყო საქართველოს ოთხ სხვადასხვა კუთხეში. ასე, რომ ხელისუფლების ის ამაზრზენი პოლიტიკა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მოღალატეებად წარმოაჩინოს, ძალიან მალე ცხვირში წამოენთხევათ სააკაშვილსაც და მის მანქურთებსაც, მართლაც სამშობლოს მოღალატეებს. არ ვამბობ, რომ ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ თავიანთი სრულიად გაუცნობიერებელი ნაბიჯებით, გადამეტებული ამბიციებით, ბრიყვული თავდაჯერებულობით სამშობლო დაღუპვის გზამდე მიიყვანეს: დააბრუნეს რუსული სამხედრო ბაზები, ტერიტორიების 20 პროცენტი რუსული კონტროლის ქვეშ გადასცეს.

...ადამიანები, რომლებიც დღეს სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობენ, ჩემს კაბინეტში ამბობდნენ, რომ ტანკებით გადაუვლიდნენ საკუთარ ხალხს. ტანკებს გამოვიყვანთ, ქალბატონო ნინო, და ხალხს გადავუვლითო. მე რომ მოღალატეს მიწოდებდა, იმ კაცის (გიგა ბოკერიას) სიტყვებია ეს.

სანამ შეშინებულები ვიქნებით, კიდევ უფრო დაგვასხდებიან თავზე. ...ყველას ვერც იარაღს ჩაუდებენ, ვერც ნარკოტიკს და ვერც სამსახურიდან გააგდებენ. ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიყოთ, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ამდენს ვერ გაგვიბედავდნენ.

თუ ვამბობთ, რომ სააკაშვილი არის საფრთხე, მაშინ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გამოსავალს ნუ ვეძებთ. რა უნდა შეიცვალოს ადგილობრივი არჩევნებით?! თბილისს რომ გავალამაზებთ, რუსის ტანკი აღარ იდგება იქ, სადაც დგას?! კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ ხვალ შეიძლება ამ ქვეყანას მომავალი აღარ ჰქონდეს; კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ, თუ სხვამ შეცვალა ეს ხელისუფლება, რისი შანსიც არსებობს და არა ქართველმა ხალხმა, ქვეყანას მომავალი არ ექნება. ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან, თუ ხვალ ამ ხელისუფლებამ კვლავ ჩართო ომში ქვეყანა, ქვეყანა დაიშლება: აღარც ხელისუფლება იქნება და აღარც ქვეყანა...

...მე ვერ დავინახე ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ის გონივრული გამბედაობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ბნელ ძალას მოერიო, მაგრამ მაინც მოვერევით“.

          „თბილისელები“;   22.02.10; ავტ.ნინო ხაჩიძე; გვ.6-7
E-mailPrint
 
[ Back ]
Interaction
Do you think that "People`s Representative Assemble” is the way to change current reality in the country?
Archive Calendar
« July 2010 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
The Week in Pictures