various
„რა სკანდალურ ინტერვიუს აძლევს „ალიას“ ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან „რუსთავი 2“- ში ჩართვის შემდეგ?“
„ალია“;   06.03.10; ავტ.ნინო სამხარაძე; გვ.3

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო ყოველთვის, მუდმივად მოითხოვდა ჩვენგან, კი არ გვთხოვდა, არამედ მოითხოვდა, რომ ჩვენ გვესაუბრა რუსეთის ხელისუფლებასთან, არ შეგვეწყვიტა დიალოგი, თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში და ამით თავიდან აგვეცილებინა გართულებები.
ეს არის ის ევროპა, ის ამერიკა, ის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც თავადაც ელაპარაკებინ რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, ბევრ საკითხზე პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები და ხედვები აქვთ და რომელთაც, როგორც გონიერ პოლიტიკოსებს, კარგად ესმით, რომ არ შეიძლება ამხელა სახელმწიფოს მტრად გადაკიდება.

მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი ბოლო შეხვედრის დროს პირდაპირ მითხრა კონდოლიზა რაისმა: არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ რუსეთთან პირდაპირი პროვიკაცია  და საომარი მოქმედებები, რადგან არავინ არ დაუწყებს რუსეთს ომს, თუნდაც მეგობარი საქართველოს გულისათვის და დარჩებით მარტოო. ეს გაფრთხილება, სამწუხაროდ, სააკაშვილმა არ გაიგონა. ეს რომც არ გითხრან, როცა ადამიანს თვალები, ყურები და გონება გაქვს და როცა ხედავ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საფრანგეთი და გერმანია ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე, შენ, 5 მილიონიანმა საქართველომ, ომი არ უნდა დაუწყო რუსეთს. ამას ხომ უნდა მიხვდე? როცა გაქვს აკვიატებული იდეა, რომ რუსეთი უნდა დაამარცხო, რუსული არმია უნდა დააჩოქო და დავით აღმაშენებელი გახდე, ასეთი აკვიატებული იდეები, სამწუხაროდ, მთავრდება ისეთი ტრაგედიით, როგორითაც დამთავრდა ჩვენს შემთხვევაში.

სანამ სააკაშვილი არის ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას არავითარი შანსი არა აქვს აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე საუბრისაც კი. ახლა თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, რა გვიღირს? იყოს სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჯინაზე, თუ რეალურად მოგვარდეს ტერიტორიული პრობლემები?

ჩვენი ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება, რომელმაც შემოიყვანა რუსული ჯარი საქართველოში, თვითონ ეძახის მოღალატეს იმ ადამიანებს, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, რა მოჰყვებოდა არაგონივრულ ქმედებებს.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ: დიახ, მე ვარ ის საიმედო პოლიტიკოსი, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის - ვაშინგტონისთვისაც, ბრიუსელისთვისაც, მოსკოვისთვისაც. ერთი მარტივი მიზეზის გამო, მე ვარ პროქართველი პოლიტიკოსი, ეს არის ყველასათვის ცნობილი, მე ვარ ადამიანი, რომელიც ღიად ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს და მე ვარ ადამიანი, რომელიც პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე.

ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, ბოლომდე არ გამოვიყენე ის რესურსები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში არსებობდა და არ გამოვიყენე გარკვეულწილად იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რომელიც ხორციელდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ სპონტანურად იცვლებოდა, რომ მე ფაქტის წინაშე ვდგებოდი და ძალიან ხშირად იყო, რომ დასავლელი და რუსი პარტნიორების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი“.
E-mailPrint
 
[ Back ]
Interaction
Do you think that "People`s Representative Assemble” is the way to change current reality in the country?
Archive Calendar
« July 2010 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
The Week in Pictures