various
„გადაეცით სააკაშვილს: ნაკლები ილაპარაკოს, ნაკ-ლე-ბი!“

„ყველა სიახლე“; 11-17 მარტი; ავტ.ნათია დოლიძე; გვ.3
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„...ჩემს განცხადებას, რომ მზად ვიყავი რუსეთში ჩასასვლელად, რუსეთისაგან მოჰყვა გარკვეული ინტერესი. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს ევროპაში, აქ გამართულ შეხვედრებზე დავინახე, რომ საქართველო თანდათან საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

ნათელია ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე ვერ შევძლებთ საქართველოსათვის ახალი საფრთხეების თავიდან აცილებას და პრაქტიკულად შეუქცევადი გახდება ის პროცესი, რასაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაურეგულირებელი კონფლიქტები ჰქვია.

ზოგი ქართველი ჟურნალისტის ისტერიკული შეკითხვები, ვესაუბრე თუ არა პუტინს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ უხერხული და გაუგებარი იქნებოდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა. ამ შეხვედრებზე პუტინმაც და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც გამოთქვეს მოსაზრებები და პოზიცია, რომელიც აქამდე არ თქმულა, მაგრამ ისტერიით, რომელიც ატეხეს სააკაშვილმა და მისდამი დაქვემდებარებულმა მედიამ, ყველაფერი გადაიფარა. პუტინმა თქვა უმნიშვნელოვანესი ფრაზა: ჩვენ უნდა ვეცადოთ, სულ ცოტა, აგვისტოს კრიზისის წინა პერიოდს დავუბრუნდეთო. ეს იყო, ფაქტობრივად, გარღვევა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რეალური შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანი საფუძველი.

...არ ვამბობ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები ერთ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ მოგვარების შანსი არსებობს, თუმცა აუცილებლად სააკაშვილის გარეშე...
კრემლს რომ სააკაშვილის მოშორება უნდოდეს, ამას ქართველი პოლიტიკოსების გარეშეც გააკეთებდა, თანაც საკმაოდ მარტივად. სააკაშვილი იმდენ სისულელეს სჩადის, რომ მაგის საფუძველს ხშირად იძლევა.

ქართველი ერის გადასაწყვეტია, თუ სურს, რომ სააკაშვილი პრეზიდენტად ჰყავდეს  აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვის ფასად, მაშინ ჰყავდეს, თუ არადა, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე ერი მოიქცეოდა, ისე მოიქცეს, აიძულოს დამნაშავე პრეზიდენტი, გადადგეს და ავირჩიოთ ნორმალური პრეზიდენტი, რომელიც ყველას დაელაპარაკება.. ასეთ შემთხვევაში გვექნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი.

...ამ ქვეყანაში დე ფაქტო პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილია. დამისახელეთ სააკაშვილის მიერ ბოლო ხანს პრეზიდენტის რანგში მიღებული ერთი გადაწყვეტილება მაინც... საპრეზიდენტო გამოსვლა ავიღოთ, რაიმე თქვა საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიაზე ან გეოპოლიტიკურ როლზე? ან გვითხრა, როგორ აპირებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მეზობელთან ურთიერთობების მოწესრიგებას?
..ახლა ბრიუსელში ვარ, სადაც პარალელურად შეხვედრებს მართავს თემურ იაკობაშვილი, რომელიც წარმოადგენს კონცეფციას კონფლიქტური რეგიონების შესახებ და ყველა, ვინც ამ კონცეფციას ეცნობა, ერთხმად ამბობს, რომ ეს ფრიად დაგვიანებული ინიციატივაა, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო საომარი მოქმედებების დაწყებამდე ორი წლით ადრე მაინც.

მე არ მითქვამს, რომ რუსეთში წავედი კონკრეტული შედეგის მისაღებად. ჩემი მიზანი იყო, ევროპას, ამერიკას და მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოში არიან გონიერი ადამიანები, რომლებსაც ესმით რუსეთთან ერთიერთობის ნორმალიზაციის აუცილებლობა და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად შეუძლიათ ყველასთან ლაპარაკი. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მომესმინა რუსეთის უმაღლესი პირების მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება, არიან თუ არა მზად ნებისმიერი საკითხის განსახილველად. ბუნებრივია, მაინტერესებდა ისიც, პირადად რა რესურსი მაქვს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაში წვლილის შესატანად. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჩატარდება ნორმალური და დემოკრატიული არჩევნები, უნდა ვიცოდე, რისი გაკეთების შესაძლებლობა მაქვს და რას დავპირდე ამომრჩეველს. კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ნელ-ნელა ამ არანორმალურ ვითარებას თავს დავაღწევთ.

პუტინმა სააკაშვილს სატელეფონო საუბრისას ჩემი თანდასწრებით უთხრა, თუ ჩაებმები საომარ მოქმედებებში, შემოვალ ჩემი ჯარით და გავანადგურებ შენს ჯარსო. 2008 წლის აპრილში ამ საუბარს შეესწრო ზურაბ ადეიშვილიც, რის შემდეგაც დიდი განხილვა გაიმართა მთავრობაში, ესწრებოდნენ: ვანო მერაბიშვილი, ჩვენი „დიდი მოღვაწე და დიპლომატი“ კახა ლომაია, დავით ბაქრაძე, გია ბარამიძე, ეკა ტყეშელაშვილი. ერთადერთი მე ვიყავი მათ შორის, რომელიც ვამბობდი, არ შეიძლება ძალის გამოყენება, რუსეთი დაგვარტყამს-მეთქი, რაზეც სააკაშვილს ისტერიკა დაემართა, ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, - რას ჰქვია დაგვარტყამს, უძლეველი არმია მყავს და მოსკოვამდე ჩავალო! გადაეცით ჩემგან სააკაშვილს - ნაკლები ილაპარაკოს, ნაკ-ლე-ბი!“

 

E-mailPrint
 
[ Back ]
Interaction
Do you think that "People`s Representative Assemble” is the way to change current reality in the country?
Archive Calendar
« July 2010 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
The Week in Pictures