<
Archive Calendar
« May 2012 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
ჟურნალ „ სარკის “ ინტერვიუ „ დემოკრატიული მოძრაობაის“ თავჯდომარესთან. ნინო ბურჯანაძე: „ ირაკლი ალასანია სააკაშვილის პროექტია “

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ თავისუფალი დემოკრატების “ ლიდერს, ირაკლი ალასანიას სააკაშვილის პროექტს უწოდებს. რა არგუმენტები აქვს საამისოდ ყოფილ თავჯდომარეს და რა დამოკიდებულება აქვს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან? ამ თემაზე საუბარი ქალბატონ ნინოსთან იმის გარკვევით დავიწყეთ, თუ სად არის მისი პოლიტიკური ძალა მაშინ, როცა საქართველოში საფუძველი ორ პოლუსიან პოლიტიკას ეყრება.

 

ნინო ბურჯანაძე:

–როგორც ჩანს, იმ ადამიანების გამონათქვამების გავლენის ქვეშ ხართ, რომლებიც ამბობენ, რომ არის ივანიშვილის ჯგუფი და ნაციონალური მოძრაობა, ხოლო შუაში ყველაფერი გაკრეფილია. მე ასე არ ვთვლი. ყველას ვურჩევდი, ნუ დაივიწყებენ, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე თანმიმდევრული და მებრძოლი არის „ სახალხო კრება “ და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ყველას დაანახეს, რომ ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წავლენ, არ შეურიგდებიან. ივანიშვილის გამოჩენამ ოპოზიციურ სპექტრში სერიოზული ფაქტორი შემოიტანა. მის გამოჩენას „ სახალხო კრებაც “ და მეც თავიდანვე მივესალმეთ. ივანიშვილს აქვს შანსი, სერიოზული წვლილი ამ რეჟიმის დემონტაჟში, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება რა ნაბიჯებს გადადგამენ ის და მისი თანაგუნდელები. პოლიტიკაში არსებული შანსის დაგვიანების ან არგამოყენების შემთხვევაში, სურვილების რეალიზება შეიძლებაა ნაკლებად რეალისტური იყოს.

–თავიდან ივანიშვილმა მოგიხსენიათ სავარაუდო პარტნიორად,  მაგრამ თანაგუნდელებმა არ მოუწონეს და უკან დაიხია.

–ჩემი პოზიცია არც ბატონი ივანიშვილის მიმართ შეცვლილა, არც მისი მოკავშირეების მიმართ და არც –სააკაშვილის. კლიშეს, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და ოპოზიციამ აიტაცა, სამწუხაროდ ბატონი ბიძინაც იმეორებს, რომ „ სახალხო კრებას “ მარტო რევოლუცია უნდა, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა –არა. როგორც ჩანს ივანიშვილმა ვერ მოახერხა თვალი გადაევლო „ სახალხო კრების “ დოკუმენტაციისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ხელში ეს შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლისთვის. არა ისე, როგორც მოხდა, ვითომ ოპოზიციის, მათ შორის ივანიშვილის დღევანდელი გარემოცვის „ ბრძოლით “, როცა საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა, არამედ რეალურად უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ის განცხადება, რომ ბურჯანაძე გიჯდება ისე უნდა ქუჩაში სირბილი, ცოტა არასერიოზულიც არის. ბატონმა ბიძინამ ოპოზიციის ნაწილის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა და ამით ნაწილობრივ დააბალანსა ნაციონალური მოძრაობა. თუ ის შეძლებს დემოკრატიული ტელევიზიის შექმნას, რომელიც გადაფარავს ოთხივე სახელისუფლებო ტელევიზიას, თუ შევძლებთ , რომ პოლიცია აღარ იყოს პოლიტიკური და ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის არ შეეშინდეთ, მეც გამიხარდება, მაგრამ გჯერათ ამისი?

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები გვეუბნებოდნენ, თქვენ რევოლუცია გინდათ და თ გსურთ გვერდით დაგიდგეთ, ზუსტად გვითხარით როგორ აპირებთო. ვამბობდი, რომ რევოლუცია არ გვინდა და რომც გვინდოდეს, გეგმის წინასწარ დაწერა, მითუმეტეს გამოქვეყნება არასერიოზული იქნებოდა. ვეკითხები იმავე ადამიანებს, ახლა თქვენ გვითხარით ბატონებო– როგორ აპირებთ ამ საარჩევნო გარემოში  თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების შეცვლას? თუ რა თქმა უნდა ლაპარაკია შეცვლაზე და არა ჩანაცვლებაზე. ალასანია ბრძანებდა, თუ მეორე ადგილზე გავალთ, მერე რა მოხდაო. როცა ამაზე სკანდალი ატყდა, უფრო „ ჭკვიანური “ რამ თქვა– ხელისუფლებას ველაპარაკებით და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, როგორ გადავიდნენ ისინი მეორე ადგილზეო. ეს გარიგებაა და არა რეალური პოლიტიკური ბრძოლა! დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მჯერა, რომ ივანიშვილი ასეთ გარიგებაზე არ წავა.

–თქვენ თუ გქონდათ რაიმე მოლაპარაკება ივანიშვილთან?

–ბევრისგან განსხვავებით, ჩემი თვითმიზანი არ არის, არიქა, ბიძინა ივანიშვილს შევხვდე და ველაპარაკო. ჩემთვის მთავარია მან და მისმა თანაგუნდელებმა სწორად წარმართონ ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებები ან გადაიკვეთება, ან პარალელურ რეჟიმში წავა.

–ფიქრობთ, რომ მისი კოალიციისგან უარის თქმის შემდეგ შეიძლება კიდევ მიიღოთ ალიანსის ლიდერისგან შემოთავაზება?

–შემოთავაზებას არავისგან ველოდები. მხოლოდ ერთი რამის მოლოდინი მაქვს – ბრძოლის სწორი გზის. სხვა პოლიტიკური ძალისგან ბევრი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ყოველთვის ვმოქმედებდი მორალის, დედის და პატრიოტის პრინციპებით. დღესაც რომ მომინდეს, საუკეთესო შემოთავაზებას მივიღებ, თუნდაც სააკაშვილისგან.

–ხომ არ არის სააკაშვილის მხრიდან ამის მცდელობა?

–იმდენად უჭკუოებიც არ არიან, იმავე მდინარეში მეორედ შევიდნენ. სააკაშვილის გააფთრებული ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ სწორედ იმითაა განპირობებული, რომ კარგად იცის, ჩემთვის შემოთავაზებას აზრი არ აქვს. ერთი რამ მართალი თქვა: ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პრინციპები ყოველთვის განსხვავდებოდა ბურჯანაძისგანო. მადლობა ღმერთ, მართლა ასე იყო!

–ივანიშვილი გაემიჯნა ქუჩის აქციებს. როგორ წარმოგიდგენიათ მასთან თანამშრომლობა, როცა აქცენტს ქუჩის აქციებზე აკეთებთ?

–აქცენტს იმაზე ვაკეთებ, რაც რეალობიდან გამომდინარე იქნება სწორი. რეალური იქნება არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება? არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. შანსი იქნება ქუჩის აქციებით ვიბრძოლოთ? ასე ვიბრძოლებ. პოლიტიკოსმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი სამართლებრივი ბრძოლის არც ერთ ფორმაზე. არ მესმის ბატონმა ბიძინამ ასე რატომ შეიზღუდა თავი. ყველა პოლიტიკოსმა გაანალიზოს , სააკაშვილი რატომ აკეთებს აქცენტს ქუჩის აქციების მიუღებლობაზე. ერთადერთი მიზეზით, რომ მას ყველაზე მეტად ხალხის ეშინია.

–ქუჩის აქციებზე უარი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ გზამ ვერც ერთხელ შედეგი ვერ მოიტანა.

–რატომ?! 2003 წელს ვერ მოიტანა?! მას შემდეგ ლიდერები ბოლომდე ბრძოლაზე ერთხელაც არ წავიდნენ და შედეგი ამიტომაც ვერ მოიტანა. 2011 წლის მაისში საპირისპირო რამ მოხდა. ლიდერები მზად იყვნენ თავგანწირვისთვის, მაგრამ ამისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღმოჩნდა მზა. როცა ჩვენ შევძლებთ ამის კომბინირებას, შედეგი სხვა იქნება. 2011 წლის 25 მაისს იქ რომ ყოფილიყო ეროვნული ფორუმი, სხვა პოლიტიკური ძალები და ივანიშვილს თუნდაც მხარდამჭერი განცხადება გეკეთებინა, დღეს სააკაშვილი აღარ იქნებოდა. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩვენ მოვიგეთ 2007 წელსაც, ოპოზიციამ მოიგო 2008–შიც, 2009–შიც. ეს იყო მორალური გამარჯვება, მაგრამ ფიზიკური ძალით მოგვერივნენ. ნახევარი საქართველო მისჩერებია, მიშა ობამასთან რომ ჩავა ის ეტყვის წადიო და წავა. ეს დამღუპველი ფსიქოლოგიაა.

–ასეთ დასკვნებს ექსპერტებიც აკეთებენ, ობამამ დაიბარა და ეტყვის წადიო.

–რას ქვია, დაიბარეს?!ან მიშა იმ ჭკუაზეა, რომ რაც არ უნდა ის გააკეთოს? მითხარით მაგალითი, როცა შეასრულა დასავლეთის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც არ აწყობდა. მთელი დასავლეთი 2003 წელს მხარს უჭერდა ბურჯანაძეს  და ჟვანიას, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი გახდა. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

–თქვენ რა ანალოგს ხედავთ დღევანდელობასთნ?

–იმას, რომ ჯერ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ და როცა თავისუფალ არჩევნებს მოვიპოვებთ, მერე უნდა ვილაპარაკოთ ვინ რა თანამდებობას მიიღებს. როცა ოპოზიციონერად ასაღებენ თავს ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოკერია, მერაბიშვილი, ბენდუქიძე, სააკაშვილი უფრო მისაღებნი არიან მათთვის, ვიდრე ბურჯანაძე, გეკითხებით, ეს ვითომ ოპოზიციონერები ხელისუფლებაში ხომ იყვნენ? და თუ ეს ხალხი მისაღები იყო და ბურჯანაძე მიუღებელი, მე ხელისუფლებიდან ალასანიაზე 8 თვით ადრე წამოვედი და დარჩენილიყო, რას მორბოდა?!

იმას, რომ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილთან, მხოლოდ ალასანია კი არა, თვითონ ივანიშვილი და მთელი მისიგუნდი ამბობს.

-ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ის გუნდი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელიც ფეხვეშ თელავს ყველა ეროვნულ ფასეულობეს,რომელიც თავისი ცხოვრებით, აზროვნებით და ყველა ნაბიჯით ღაღადებს ამორალობას, ჩემთვის არაფრით განსხვავდება ხელისუფლების დღევანდელი წევრებისგან. ამიტომ არანაირი მოტივაცია არ არსებობს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლა გამიხარდეს.

-ამიტომ ამბობთ, რომ ალასანია სააკაშვილის პროექტია?

-ამას იმიტომ ვამბობ,რომ ზუსტად ვიცი. ალასანიას ოპოზიციაში მოსვლის პირველი დღიდან გაკეთებული განცხადებები  და ქმედებები გაანალიზეთ და ამ დასკვნას თავად გააკეთებთ. დაინახავთ, რომ ის სააკაშვილის წარმატებული პროექტია,რომელმაც მას ხელისუფლებაში სამი წლით ყოფნა გაუხანგრძლივა.თუ გაგრძელდა განცხადებები, რომ რა მოხდა მერე, მეორე ადგილზე თუ გავალთ, ეს დაანგრევს იმ იმედს, რაც ბატონი ბიძინას გამოჩენას უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ის ტაქტიკურად დგამდეს რაღაც ნაბიჯებს და სტრატეგია სხვანაირი ჰქონდეს, მაგრამ გაითვალისწინოს, რომ  სააკაშვილი ხელწამოსაკრავი ოპონენტი არ არის.მართალია, არაადეკვატურია, მაგრამ ის პოლიტიკური ცხოველია, აქვს ცხოველური ინსტიქტი, იცის რა არის მისთვის კარგი. იმის გამო, რომ ადმინისტრაციული რესურსი ძალიან ძლიერია, რომ სააკაშვილი პიარტექნოლოგიებს იყენებს და ძალაუფლების შესანარჩჲნებლად ისეთ საშიშ თამაშში ჩართო ქვეყანა, რასაც ანტირუსული ისტერია და ქვეყნის პოლიგონად გამოყენება ქვია, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ძნელად შესაბრძოლებელი ფიგურაა.

-ისე ვერ დავასრულებ საუბარს, ბადრი ბიწაძეზე არ გკითხოთ. რისი თქმე შეგიძლიათ?

-მცირე გამონაკლისის გარდა, იმ ადამიანებსაც კი, ვისაც პირადი ურთიერთობები ავალდებულებდა, არ ამოუღიათ ხმა , რომ ბადრი ბიწაძე ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ არის გაგდებული, რომ ნინო ბურჯანაძის ქმარია. ბრალდების წაყენება სახელმწიფო გადატრიალებიდან დაიწყეს და ბოლოს გენერალ კაცს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მიუსაჯეს ციხე. ის აბსოლუტურად უსაფრთხოდაა. ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ იცის, რომ პოლიტიკური დევნილია. უახლოეს ხანებში ჩვენი სარჩელი სტრასბურგში წავა. წინასწარი კონსულტაციების შედეგებით, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე გამართლდება.

 

 
[ Back ]
Video Highlights
9 April(2012)

Temur Lomsadze: “Legalized expropriation”

Briefing of Tamar Tsintsabadze(06.04.12)

Briefing of youth movement(04.04.12)

Public Assembly on Second TV Chanel (30.03.12)


Briefing of Besik Tabatadze (30.03.12)

Democratic Movement” and “Free Georgia” signed the Memorandum on environment initiated by “Greenpeace Supporter Group”. (28.03.12)


Besik Danelia on radio ,,Obiektivi" (24.03.12)

Statement of “Civil Movement of IDPs”

Democratic Movement” paid a tribute to the memory of solders

Nino Burjanadze on radio Obiektivi

“Democratic Movement” and non-governmental organization “The union of Unemployed people’ signed Memorandum of Understanding (13.03.12)


The Statement of Executive Council of “Public Assembly” (12.03.12)


The comment Nino Burjanadze (09.03.12)


Interview of Nino Burjanadze (07.03.12)


Interview of Nino Burjanadze to TV “Inter+” (03.03.12)


Briefing of Shalva Ogbaidze on annual speech of President (01.03.12)


Briefing of Zaza Sopromadze on annual speech of President (01.03.12)


Briefing of Gia Kobakhidze on annual speech of President  (01.03.12)


“Democratic Movement" on Second TV Chanel (29.02.12)


Briefing of Vakhtang Kolbaia on annual speech of President (29.02.12)


Briefing of Besik Tabatadze on annual speech of President (29.02.12)


“Democratic Movement” on  Second TV chanel (27.12.11)


“Democratic Movement” expressed condolences to Czech people regarding death of Vaclav Havel

Meeting of Executive Council of Public Assembly with Regional and district representatives