პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
განცხადებები

გიგლა ბარამიძე: პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება...

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ფარული მოსმენების" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოდან შალვა ოგბაიძე, როგორც მიცვალებული, ისე გამოვაპარეთ...

„ყველაფერი არის გამოძიების პრეროგატივა. ველით, რომ დაკითხვების სერიას აუცილებლად მოჰყვება კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრეკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სწორედ 26 მაისის საქმეზე დაჰკითხა.

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს

დღეს იწყება აზერბაიჯანელთა საყვარელი დღესასწაული, ნოვრუზ-ბაირამი, რომელიც ახალი წლის შემოსვლასთან ასოცირდება. ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც ვხედავ  ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების თავდადებას საქართველოს ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის.

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს ოჯახებში.

 

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: 26 მაისის ტრაგედია იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

„ის დრამატული მოვლენები, რასაც 26 მაისს ჰქონდა ადგილი შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული,“- ასე გამოეხმაურა დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე მისი მოწმის სტატუსით დაბარებას.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე ეს არ შემოიფარგლება ერთი,ორი ან თუნდაც ათი ეპიზოდით, თუმცა მისთვის ჯერჯერობით უცნობია რა კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებაში ინტერესედება პროკურატურა, თუმცა მზად არის მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.

 

ნინო ბურჯანაძე: აუცილებელია, რომ ქვეყანა თავზე დაგვენგრეს და შემდეგ ვიფიქროთ ხელისფულების შეცვლაზე!

„სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა,როდესაც მოსახლეობის ნაწილი თავისი ნიჰილიზმით, პასიურობითა და ზოგჯერ არაპრინციპულობით არასწორ გზავნილებს აწვდის ხელისუფლებას,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისი თქმით, როდესაც მოსახლეობა უშვებს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუნდაც გაყალბების შედეგად მიიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულბია, ამით ხელ-ფეხს უხსნის ხელისუფლებას მომავალი ოთხი წელიც არაფერი აკეთოს. შემდეგ გროვდება უარყოფითი მუხტი და ყოველ რვა წელიწადში ხელისუფლების ლამის რევოლუციორ ცვლილებებს ვიღებთ.

 

ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს საბოლოოდ გვაკარგინებს

„ხელისუფლება ჯერ კიდევ 4 წლის წინ, რომ ჩასულიყო მოსკოვში მოსალაპარაკებლად, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ქართველებთან დიალოგზე, ჩვენ არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჯარისო ფორმირებების რუსეთის ჯართან მიერთებაზე გვექნებოდა საუბარი და არც რუსული S 300 დადგებოდა აფხაზეთში.“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებს.

 

ნინო ბურჯანაძე: გავაკეთოთ არჩევანი სად გვინდა ცხოვრება სახელმწიფოსა თუ საფეოდალოში !

„ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს,“- ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისის ინიციატივას პრეზიდენტის არჩევნის წესთან დაკავშირებით.

„დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სამარცხვინო ვითარება არც ერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანაში არ არის. საუბარი აღარ მაქვს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებზე, რომლებსაც ვედრებით.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე: საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნა უმძიმეს შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნისათვის

„საპარლამენტო რესპუბლიკები წარმატებულად მოქმედებს იმ ქვეყნებში,სადაც არის ძალიან დიდი დემოკრატიული ტრადიციები, სადაც პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს, სადაც ერთი პარტიიდან მეორეში კალიასავით ხტომა მიუღებელია და სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ არ იყიდება საპარლამენტო მანდატები,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისიაში გახმოვანებულ ინიციატივებს.

 

ნინო ბურჯანაძე: ფაქტი, როდესაც მოსახლეობა ესე სპონტანურად უპირისპირდება სამართალდამცავებს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს

„ბათუმში გამართული აქცია შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი ეს ნამდვილად იყო სპონტანური პროტესტი და ხელისუფლებამ პირველ რიგში ამ სპონტანურობაზე უნდა გააკეთოს აქცენტი,“ - ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში მომხდარი ინციდენტი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აჭარაში ნამდვილად იყო უკმაყოფილება პატრულისა და ხელისუფლების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ არ უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება საქართველოში არავის აქვს.

 

ნინო ბურჯანაძე: ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ყველა ხელისუფლების მიერ ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება

ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ყველა ხელისუფლების მიერ ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება

 

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.

„სამწუხაროა რომ ასე განვითარდა მოვლენები, და ასე დაიძაბა ვითარება. ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის რომ ასე არ იძაბებოდეს სიტუაცია. განცხადებები რომლებსაც მე ვისმენ მთავრობის მხრიდან, გამოძიების დაწყებამდე,როცა იმ ადამიანებს ვინც იქ იყვნენ ყველას განურჩევლად ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად აცხადებენ, კატეგორიულად მიუღებელია და ეს გზა ქვეყანას სტაბილურობისკენ ვერ მიივანს.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ