პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
“2-3 თვეში ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება” “ახალ თაობას” გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

“ადეიშვილმა სავსე კეისებით დატოვა საქართველო”

 

“2-3 თვეში ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება”

გიგლა ბარამიძე: “ოცნებაში” და “ევროპულ საქართველოში” პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევაზე დიდი ამბებია ატეხილი”

რატომ დაიწყო ნაადრევი სამზადისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რატომ დაასხდნენ ხელისუფლებას თავზე არასამთავრობოები, ვინ აპირებს თბილისის მერობისთვის ბრძოლას და იქნება თუ არა თავად თბილისის მერობის კანდიდატი? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

- გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ თბილისის მერის არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას. მართალია ეს ამბავი?

- ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა. ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უახლოეს 2-3 თვეში ქვეყანაში ბევრი რაღაც მოხდება და საინტერესო პროცესები გველოდება წინ.

- ეს ბევრი რამე თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება?

- არჩევნებს არ უკავშირდება. პოლიტიკურად საინტერესო პროცესები დაიწყება. თუნდაც ამ პროცესებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მერის არჩევნების თემაზე საუბარი ნაადრევია და არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

- ერთ-ერთი ვერსიით, “ოცნების” მერობის კანდიდატი შესაძლოა ისევ დავით ნარმანია იყოს. ამაზე რას იტყვით?

- გამორიცხული არაფერი არ არის. რამდენადაც მე ვიცი, ამ გუნდში რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ჩემამდე იმის შესახებაც მოვიდა ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევაც დაიწყეს და ამაზე ერთი ამბავია ატეხილი. კონკრეტული ჯგუფი ცდილობს, რომ თავიანთი კადრი პრეზიდენტის პოსტზე წარადგინოს.

იგივე ვითარებაა ნაციონალებშიც. ბოკერია-უგულავას ჯგუფი პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს და არის ერთი ფუთფუთი. კანდიდატი თითქმის შერჩეულია.

გადავაზუსტებ რაღაცებს და რამდენიმე დღეში მოგაწვდით ამ თემაზე დეტალურ და საინტერესო ინფორმაციებს.

- არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას თუ მაჟორიტარობის წესის გაუქმებას პარლამენტი კენჭს არ უყრის. ოპოზიცია ასევე აპროტესტებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.

- ამ ცვლილებას იმით ხსნის “ქართული ოცნება”, რომ ერთკაციანმა პარტიებმა ბიუჯეტიდან აღარ მიიღონ დაფინანსება. ეს ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ პარტიებს ბლოკების შექმნა აუკრძალონ. კარგად იციან, რა დაბალი რეიტინგიც აქვთ და წინასწარ იჭერენ თადარიგს _ კანონის ძალით აპირებენ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას.

ხელისუფლებას ასევე აშინებს საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. თავის გასამართლებლად რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი მოჰყავთ. ევროპას მხოლოდ იმაში უტოლდებიან, რაც მათ ძალაუფლებას გაამყარებს, პროფესიონალიზმში და დასაქმებაში ევროპასთან გატოლება რატომღაც არავის უნდა.

ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რატომ მიდიან ბიზნესმენები მაჟორიტარებად. საკანონმდებლო ორგანო მათ ქოლგად სჭირდება. ამიტომაც არის, რომ იდეოლოგიას თეთრეულივით იცვლიან. მაჟორიტარების ნაწილი ჯერ პირწავარდნილი შევარდნაძისტები იყვნენ, მერე ნაციონალები, ახლა კიდევ ოცნებისტები არიან. მაჟორიტარობა თუ არ გაუქმდება, მომავალში სხვა ხელისუფლების მხარეს გადავლენ.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე “ოცნების” ლიდერები ხმის ჩახლეჩვამდე გაჰკიოდნენ, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან ის ნაციონალების პროექტიაო. მაჟორიტარებს ფეოდალებს ეძახდნენ. ახლა გატრუნულები არიან და ვითომ არაფერი უთქვამთ.

საარჩევნო კანონში ცვლილებები თუ არ შევიდა, არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგება. ავდგეთ, ოფიციალურად გავაუქმოთ არჩევნები და თვითდინებით ვიყოთ.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდება საარჩევნო კანონმდებლობაში რაიმე ღირებული ცვლილების შეტანა?

- არასაპარლამენტო ოპოზიცია ამაზე სერიოზულად ვმუშაობთ და ცვლილებების შეტანას უნდა მივაღწიოთ. ცვლილებები რომ აუცილებელია, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. კონსტიტუციაშიც ბევრი რამეა გასასწორებელი, სხვა თუ არაფერი, იმაზე მაინც უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. ამაზე აგერ ბუკიკიოც კი მიგვითითებს.

იმაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ, ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი გვინდა თუ მთლიანად საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ. ხელისუფლებისგან, რომელიც გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მალავს, მეეჭვება, რაიმე ნორმალური განმარტება მივიღოთ.

გაზპრომზე რაკი ვსაუბრობ, ბარემ ვიტყვი, რომ კომიკური სიტუაცია შეიქმნა ამ მიმართულებით. თავიდან თქვეს, დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა და გასაჯაროების უფლება არ გვაქვსო. როდესაც დემოკრატიულმა მოძრაობამ ვუთხარით, რომ საიდუმლო დოკუმენტი შეიძლება მხოლოდ კომერციულმა ორგანიზაციებმა გააფორმონ და არა _ სახელმწიფოებმა, მიხვდნენ, რომ სისულელე თქვეს. ამის გამოსწორებას შეეცადნენ და უარესი სისულელე დააბრეხვეს _ ხელშეკრულება არ გვაქვსო. ესეც არ იკმარეს და მესამე სისულელეც დაამატეს, გასაჯაროება რომ მოხდეს, მეორე სახელმწიფოს ნებართვაა საჭიროო.

ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება ოპოზიციას და ხალხს კითხვებზე პასუხს არ სცემს, მაგრამ კიდევ უარესია, როცა ისინი პოლიტიკურ სექტას ვერ სცემენ საკადრის პასუხს, რომელსაც გაზპრომზე ლაპარაკის მორალური უფლებაც კი არ აქვს.

- რატომ არა აქვს ყოფილ ხელისუფლებას ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება?

- იმიტომ, რომ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, თავად ჩაუგდეს რუსებს ხელში სტრატეგიული ობიექტები. მიკვირს, ასეთ ძალას როგორ ვერ სცემენ პასუხს.

- იქნებ არ უნდათ, რომ პასუხი გასცენ? პირადად თქვენ არაერთხელ გითქვამთ, “ოცნებას” აწყობს, ნაციონალები რომ აკრიტიკებენო.

- ასეც არის. თავიანთი უმოქმედობა და არაპროფესიონალიზმი უნდათ, რომ ნაციონალებისადმი ხალხის სიძულვილით გადაფარონ. სამწუხაროდ, ეს სქემა არჩევნებიდან არჩევნებამდე მუშაობს.

- თვითმმართველობის არჩევნებზეც იმუშავებს ეს სქემა?

- საზოგადოება ისეთ დღეშია, რომ მალე ეს სქემა აღარ გაჭრის. დღეისთვის მთელი მედიასივრცე ყოფილი ხელისუფლების წევრებით არის ამოვსებული. ან რა უბედურებაა, რომ კვირაში ერთხელ ნიკა გვარამიას ჩანაწერებს გვასმენინებენ. 21-ე საუკუნეში ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა ძალიან მარტივია. ამათაც დაადგინონ და თუ დამნაშავეა, კანონის ძალით მოსთხოვონ პასუხი. თუ დამნაშავე არ არის ეს გვარამია, ბოდიში მოუხადონ.

გვარამია უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, თორემ რამდენი ასეთი ჩანაწერი გავრცელდა. ან ადეიშვილზე რომ აქვთ ასეთი ამბები ატეხილი, რატომ გაუშვეს, აქ არ ჰყავდათ? კარგი, ვითომ დავიჯერებ, რომ გაგეპარათ, მაგრამ როგორ გაგეპარათ კაცი, რომელიც სარფის გავლით კეისებით და ჩემოდნებით გაძეძგილი ჯიპით გავიდა.

- რა კეისებზე და ჩემოდნებზეა საუბარი?

- სავსე კეისები და ჩემოდნები ჰქონდა თან. იქ რა იყო, ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა, ეს რაღაც დოკუმენტები იყო. მის შეჩერებაზე “ქართულ ოცნებას” უნდა ეზრუნა. ხელისუფლებამ ისიც ვერ მოახერხა, ადეიშვილის და ნაცსექტის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სათანადო საბუთები შეეგროვებინა, რომ ინტერპოლს მათზე ძებნა დაეწყო. თუ ვერაფერს უმტკიცებენ, მაშინ შეეშვან მათ ჩადენილ დანაშაულებზე საუბარს, მაგრამ არ შეეშვებიან, რადგან ეს იმ სქემის ნაწილია, რომელიც არჩევნების წინ მუშაობს.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს დამნაშავეები ციხეში რომ ჩაესვათ, ხელს ვერავისკენ გაიშვერდნენ. ამიტომაც არ ჰკიდებენ ხელს და ცოცხალ ოჩოპინტრეებად ჰყავთ. მეტი ეფექტის მისაღწევად 2 ნაციონალური მოძრაობა შექმნეს. იქიდან წამოსულებმა ახალი სახელი დაირქვეს, ვითომ რაიმე განსხვავება იყოს მათ შორის. გინდა ევროპული საქართველო დაირქვან და გინდა ნიცშეს მეტაფორები დაიმატონ, მაინც დამნაშავე სექტად დარჩებიან. ამ სექტის თავზე დასმა ისევე არ შეიძლება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა მოთხოვნის შესრულება.

- არასამთავრობოებს რომელი მოთხოვნა შეუსრულეს? მესამე სექტორი სულ იმაზე ჩივის, ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენო.

- წესით, მართლა არ უნდა ითვალისწინებდნენ, მაგრამ ყველაფერში მათ უჯერებენ. ის, რაც მოსმენებთან დაკავშირებით მოხდა, მეტისმეტია. როგორც იქნა, გვეღირსა და დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით. დამოუკიდებელი ქვეყნის მთავარი ატრიბუტი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურებია. სუსი არის დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ ამ სტრუქტურას ვანდობთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, ტერორიზმთან ბრძოლას. ძალიან საინტერესოა, მოსმენებს რატომ არ ანდობ? თუ შენს ინსტიტუტებს არ ენდობი, მის გაკეთილშობილებაზე უნდა იფიქრო და არა იმაზე, რომ მოსმენების გასაღები არასამთავრობოებს გადასცე.

- თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ გასაღები არასამთავრობოების ხელში გადავიდეს?

- მე კი არა ვარ წინააღმდეგი, მსოფლიო პრაქტიკაა სხვა რამის მომხრე. მოსმენებს ყველგან სპეცსამსახურები აწარმოებენ, მაგრამ მოსმენებზე და თვალთვალზე სასამართლოსგან ღებულობენ ნებართვას. როცა ასეთი წესი არსებობს, გაუგებარია, რა საჭიროა ახალი სამსახურის შექმნა.

ხელისუფლება სუსტი რომ არ ყოფილიყო, ასეთ მოთხოვნას არასამთავრობოები ვერ დააყენებდნენ. სუსტ ხელისუფლებას კი, როგორც წესი, არასამთავრობოები თავზე ასხედან. რაც დრო გადის, მეტს ითხოვენ. ჟორდანიას ცვედანი ხელისუფლება არ იყო ისე დაშინებული, როგორც დღევანდელი ხელისუფლებაა.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ