„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ 25 თებერვალს გორში შიდა ქართლის სამხარეო კონფერენციას მართავს.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭოს წევრები გორში აგვისტოს ომის დროს დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან. 14 საათზე გაიმართება პარტიის შიდა ქართლის სამხარეო კონფერენცია, რომლის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძე გორის ეპარქიას ესტუმრება.
































