26 იანვარს, ბათუმში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ აჭარის სამხარეო კონფერენცია გაიმართება. გაიხსნება პარტიის რეგიონული ოფისი, წარდგენილ იქნებიან რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
ბათუმის რეგიონულ კონფერენციას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭოს წევრები დაესწრებიან.
































