23 იანვარს, თბილისში, სასტუმრო „მარიოტში“ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ დარბაზის პირველი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წარუძღვება.
დარბაზის წევრების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრები მიიღებენ.
დამტკიცდება დარბაზის დებულება და განისაზღვრება თანამშრომლობის ფორმები.

























