<
კომენტარი
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა

04.06.09, აქცია ქ.რუსთავში

„დარწმუნებული ვარ, ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისათვის ჩვენს საერთო ბრძოლას კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება.


ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ ბრძოლაში, რომელიც ქვეყნის არსებული ხელისუფლებისგან განთავისუფლებას გულისხმობს, უკან არ დავიხევთ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეტაპზე ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებული იქნება. ჩვენ სხვადასხვა ვითარებებში განსხვავებულად ვიმოქმედებთ. ქ.რუსთავში არის ერთ-ერთი პირველი გასვლითი აქცია. ჩვენ მსგავს აქციებს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც ვგეგმავთ.

მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული თქვენგანის აქციაზე ყოფნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ უნდა გადაალახინოთ შიში იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად უნდათ თქვენს გვერდით დგომა, მაგრამ ეშინიათ. თუ ეს შიში არ გადავლახეთ, თუ თვალი დავხუჭეთ იმ უამრავ პრობლემაზე, რომელიც დღეისათვის თითქმის ყველა ოჯახშია, გაგვიჭირდება არსებული ვითარების მალე გამოსწორება.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის და ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით, რომლისაც გასროლილ ტყვიაზე უფრო მეტად ეშინია ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ შეწყდა მაუწყებლობა ქ.რუსთავში, ადამიანებს მეტი ინფორმაცია ექნებათ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

დღეს ხელისუფლება დგას ორ რამეზე - ეს არის პოლიციის  მცირე ქვედანაყოფები, ზონდერ ბრიგადები და სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილი და მედიის ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს.

26 მაისს, ეროვნულ სტადიონზე 80 ათასი კაცი შეიკრიბა და პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრა, რომ გადამდგარიყო. ამ დროს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იტალიაში ფეხბურთის საყურებლად წავიდა. 80 ათასი კი არა, 10 ათასი კაციც რომ აპროტესტებდეს შენს ქმედებებს, ხომ უნდა დაფიქრდე და საკუთარ თავს ერთხელ მაინც კითხო, რა შეგეშალა?

ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი უკვე არაფერია. მათ ქვეყანა წინასწარ წაგებულ ომში ჩართეს, ტერიტორიები დაკარგეს, მოსახლეობას კი ბოდიშიც არ მოუხადეს.

ჩემი პარტიის  გენერალური მდივანი გახლავთ ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც გალში ცხოვრობდა და ამჟამად დევნილია. 1991 წლიდან მის სახლს გალელები პატრონობდნენ. რამდენიმე დღის წინ უხასიათობის მიზეზი ვკითხე და მითხრა, რომ გალიდან დაურეკეს - მის სახლში რუსები უნდა შევიდნენ საცხოვრებლად.

გალში, ოჩამჩირეში, გაგრაში, ცხინვალში, მთელს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნებას ხალხი ელოდება. დევნილებისთვის საკუთარი კუთხე სამშობლოს ყველაზე ძვირფასი ნაწილია. ამ ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით ჩვენი ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას.

ხელისუფლებას არ შეიძლება ეპატიოს ის უამრავი დანაშაული, რაც ჩაიდინა.

დარწმუნებული ვარ ჩვენი რიგები, მიუხედავად სიმრავლისა, კიდევ უფრო გაიზრდება. ერთობლივი ბრძოლით, ძალისხმევით, წინსვლით მივაღწევთ მიზანს - პრეზიდენტი გადადგება და თქვენ აირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებთ!“
 

ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა