<
კომენტარი
ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარი ხალხის გვერდით დგომაა
15 ივნისი, აქცია პარლამენტის წინ

ნინო ბურჯანაძის გამოსვლა

დღეს რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა - მესაუბრნენ ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან; ჩვენ მარტო არ დავრჩებით ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ  დახმარების გარეშეც შევძლებთ მივხედოთ ჩვენს თავს, კარგია, როცა დახმარების იმედიც არსებობს.

ვუერთდები  თხოვნას „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელებისა და მფლობელებისადმი, რომ აღდგეს მათი ტელეკომპანიების მაუწყებლობა.

ხელისუფლება გვჯობნის იმით, რომ აკონტროლებს მედიის დიდ ნაწილს; რომ  სააკაშვილი ჩვენი პროტესტის შესაჩერებლად საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს; გვჯობნის იმით, რომ უტიფარი და უსინდისოა, მისთვის ქვეყანა და ადამიანის ბედი არაფერს ნიშნავს.

ჩვენ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო,  ვერიდებით სამოქალაქო დაპირისპირებას  და სისხლისღვრას. ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, რადგან  სამართლიანმა ადამიანებმა, ერის სურვილმა იყოს თავისუფალი და ღირსეული, შეუძლებელია გამარჯვებას ვერ მიაღწიოს.

საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ რომ ჩვენი საპროტესტო აქციების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

მე მოვუწოდებ ყველას, სანამ სათითაოდ დაგიჭერენ, სანამ ღირსებას შეგილახავენ, გამოდით ქუჩაში და დადექით ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენს გვერდზე დგომას, ჩვენ გთხოვთ, რომ ღირსება ერთად დავიცვათ.

სააკაშვილის და მისი სამარცხვინო ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ პოლიციელები კაცსა და ქალს აღარ არჩევენ. პოლიციის სამართველოსთან მიწაზე ეყარნენ ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ხელკეტებით სცემდნენ.

რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ ხელისუფლება საკუთარ „ზონდერ ბრიგადებში“  სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას წერს. მინდა აღმოჩნდეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თორემ სირხცვილი მათ.  დედები და მამები დაგიხოცეს, დები და ცოლები გაგიუპატიურეს, სახლები დაგიწვეს, მიწები წაგართვეს - ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების დამსახურებაა. მეტი რაღა უნდა დაგემართოდ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო?

ოპოზიციის ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებდა უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ თითოეული ჩვენგანი აქ ვდგევართ, ვდგევართ საკუთარ ხალხთან, რადგან ვერ წარმოგვიდგენია  სხვაგან  ცხოვრება.

ხელისუფლებამ ორიოდე დღის წინ მამისონის უღელტეხილი და მიმდებარე ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს. ამ ხელისუფლებამ საქართველოში რუსეთის ჯარი დააბრუნა, გააძლიერა რუსები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასეთი ხელისუფლება დიდხანს ვერ იბოგინებს.

პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული დარბევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და მამისონის უღელტეხილის დათმობის ფაქტი გადაფარულიყო. არ გამოვა ასეთი მეთოდებით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების მიჩუმათება. მთელი საქართველო გაიგებს ვინ ახორციელებს ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელისუფლებას მხოლოდ იარლიყი აქვს დასავლური, რადგან ყველა დასავლური ფასეულობა ფეხქვეშ გათელა. ის რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, არც დემოკრატიაა და არც დასავლური ორიენტაცია.

ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა ნორმალური და მართლაც დემოკრატიული იქნება. ეს ქვეყანა დაეფუძნება იმ ფასეულობებს, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები ეფუძნებიან.

დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენლებო, მოუწოდეთ ამ ხელისუფლებას მოიქცეს ისე, როგორც თქვენი ქვეყნის მთავრობები იქცევიან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მთელ მსოფლიოს გავაგონებთ ჩვენს ხმას. დარწმუნებული ვარ, რომ შევცვლით უსინდისო ხელისუფლებას.

საქართველო დღეს არის პოლიციური სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელშიც ავტოკრატული რეჟიმი ვერ იქცა დიქტატურად მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ხალხი დგეხართ ქუჩაში. ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის დიქტატურისკენ, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით უნდა შევძლოთ ამ პროცესის შეჩერება.

პრეზიდენტი საკუთარი უმრავლესობის წევრებს შეხვდა. ბევრი იქ თავჩაქინდრული იჯდა. მოგიწოდებთ ყველას, აწიეთ თავები, გამოდით და დადექით თქვნს ხალხთან. დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარი ხალხის გვერდით დგომაა.
ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა