<
კომენტარი
განცხადებები

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულად იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ბათუმში აზიზეს მეშეთის მშენებლობასა და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს გულისწყრომას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგნორირებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნა ჩართული ყოფილიყო საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებში, მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე.

ვთვლით, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნული მოთხოვნა არა მარტო კანონიერია, არამედ ლოგიკურია და სწორედ, რომ გონივრული იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა საპატრიარქოს მრავალჯერადი თხოვნა და ასევე რჩევა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენის საკითხი იუნესკოს გააქტიურებით გაგრძელებულიყო.

 

დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს განცხადება

“დემოკრატიული მოძრაობა” ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მონაწილეობის ხარისხი და სამხედროთა რაოდენობა საქართველოს სახელწიფო ინტერესების, მსოფლიოში საქართველოს როლის ადექვატური უნდა იყოს. მაშინ როდესაც, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით  ამერიკის შეერთებული შტატები 2013 წლისთვის აპირებს საკუთარი შეიარაღებული ძალების ავღანეთიდან გამოყვანას, ხოლო საფრანგეთი თავისი ექვსი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ დაუყოვნებლივ აპირებს საკუთარი კონტინგენტის სრულად გამოყვანას, საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ავღანეთში დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნას გეგმავს.
 

“დემოკრატიული მოძრაობის” განცხადება

“დემოკრატიული მოძრაობა” მიესალმება “მეორე არხთან” დაკავშირებით, ნდჳ-ს ინიციატივით გამართულ პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო შეხვედრას “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “მეორე არხის” ხელმძღვანელობასთან.
 

“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს განცხადება

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო” გმობს და დიქტატურისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მოსამართლეებისთვის კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინარულ გადაცდომად აღარ ჩაითვლება.

 

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” განცხადება

მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება აკონტროლებს პრაქტიკულად ყველა საერთონაციონალურ სატელევიზიო არხს, რეგიონალური ტელევიზიების, ინტერნეტ გამოცემებისა და ბეჭდვითი მედიის დიდ უმრავლეობას, უმძიმეს პირობებს უქმნის და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს ისედაც მცირედ შემორჩენილ რეალურად ობიეტურ მედიასაშუალებებს, ჩვენს გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დონორი საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ ფინანსურ რესურსებს მიმართავს სწორედ ხელისუფლების მიერ მართვად, ისედაც კარგად დაფინანსებულ მედიასაშუალებებისაკენ, რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად ეწევიან არსებული რეჟიმის პოლიტიკის პროპაგანდას თავიანთი დაფარვის არეალში.
 

,,დემოკრატიული მოძრაობის’’ პრესსამსახურის განცხადება

“დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ეხმიანება “ხალხის პარტიის” ლიდერის კობა დავითაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინიციატივა, რომლის თანახმადაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია არც სამსახურის დაკარგვა ემუქრება და არც პოლიტიკური ზეწოლა _ თითქოსდა ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებისთვის შეთავაზებული სიახლე იყოს.
 

"დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება ინიციატივას, ვალერი გელბახიანს საქართველოში ავადმყოფი დედის მონახულების შესაძლებლობა მიეცეს

"დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება საზოგადოების ნაწილის თხოვნას, ვალერი გელბახიანს საქართველოში ჩამოსვლისა და მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულების შესაძლებლობა მიეცეს. 
 

"დემოკრატიული მოძრაობა" ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების მასალების განსაჯაროებას კიდევ ერთხელ მოითხოვს

"დემოკრატიული მოძრაობა" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების მასალების განსაჯაროებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
 

"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს განცხადება

ა.წ. 28 იანვარს, მაშინ, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქციას მართავდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით და აყენებდა კანონიერ მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ძალოვანმა უწყებებმა პრაქტიკულად მობილიზაცია გამოაცხადეს და აქციის მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდის დასაკავებლად პარლამენტის წინ პატრულის ათეულობით თანამშრომშრომელი მივიდა, აქცია დაშალა და მიუხედავად იმისა, რომ  აქციის  მონაწილეებს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი მაინც დააკავეს.  "დემოკრატიული მოძრაობა" აპროტესტებს სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

 

 

”დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადება

2010 წლის 23 დეკემბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილ მეორეს შეხვდა. რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე  განხილულ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ქალბატონმა ნინომ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხი დააყენა.

 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა