<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
”დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადება

2010 წლის 23 დეკემბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილ მეორეს შეხვდა. რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე  განხილულ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ქალბატონმა ნინომ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხი დააყენა.

(შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც ძეგლის ავთენტურობა დაირღვა).
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ ტაძართან მიმართებაში მას სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა. შეხვედრაზევე კირილ მეორემ საპატრიარქოს წარმომადგენელს დაავალა დაუყოვნებლივ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა და საკითხს დეტალურად შეისწავლის. 
რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად დაგმობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.

 

კირილ მეორემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის საკითხი ეჭვგარეშეა და არ განიხილება. რუსეთის პატრიარქმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თხოვნით ქართულ მხარესაც მიმართავს.

თბილისში დაბრუნებისთანავე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს შეხვდა და რუსეთის პარტიაქთან შეხვედრის დეტალები გააცნო, რაზეც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პატრიარქთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკითხის დაყენებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის პატრიარქის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.

2010 წლის 28 დეკემბერს „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა, მიმართვაში ნათქვამია: „ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, უმოკლეს ვადაში მედიის საშუალებით საჯარო გახადოთ, ან საქართველოს საპატრიარქოს მიაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ სავალალო სახეცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამ ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად განიცადა, რათა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პატრიარქის პოზიციამ ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარებას“.

დღემდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არც საქართველოს საპატრიარქოსათვის, არც ჩვენთვის და არც მითუმეტეს რუსეთის საპატრიარქოსათვის არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის იმ სახეცვლილებების შესახებ, რომელიც მან არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განიცადა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო წერილი რუსეთის საპატრიარქოდან, სადაც რუსეთის მხარე ბოდიშს იხდის დაპირების ვერ შესრულების  გამო და სინანულით აღნიშნავს, რომ ქართული მხარის პასიურობისა და დაუინტერესებლობის მიზეზით, დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის დარეგულირება.

„დემოკრატიული მოძრაობა“ თვლის, რომ ცინიკურია საკუთარი პოლიტიკური ავანტიურებისათვის გამოიყენო ეკლესიის თემა, როგორც ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.

რომ იყოს რეალური სურვილი და ნება საქართველოს ხელისუფლებისა ილორის სახელობის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის პირვანდელი სახის აღდგენისა, ქართული მხარე რუსეთის პატრიარქის დაპირებას დიდი ხნის წინ გამოეხმაურებოდა, ვინიდან ყველასათვის ნათელია, რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ვერც იუნესკო და ვერც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოახერხებს, უშუალოდ რუსეთის საპატრიარქოს გარეშე.

 

 

 

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა