"დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება საზოგადოების ნაწილის თხოვნას, ვალერი გელბახიანს საქართველოში ჩამოსვლისა და მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულების შესაძლებლობა მიეცეს.
"ვალერი გელბახიანი სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი გახლავთ. ის საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მას ოჯახში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეს. ვფიქრობთ, რომ არავის აქვს უფლება, შვილს ხელი შეუშალოს მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულებასა და დახმარებაში", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
































