<
კომენტარი
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დიალოგი - ფიარი თუ ... ?!
ჯერ კიდევ 2009 წლის 18 მაისს, ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა კონკრეტული შედეგებზე ორიენტირებული დიალოგისთვის შეთანხმებათა 6 პუნქტიანი გეგმა. ის, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი შეთავაზებულ არცერთ პუნქტზე, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შეთავაზება მხოლოდ პროპაგანდასა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა ორიენტირებული.



9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მიმდინარე წლის 11 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სრულიად არაადექვატურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ამიტომ შეუძლებელია მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება. ამასთანავე, შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა ზოგადი მზადყოფნა რამოდენიმე მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს ხსენებული მიმართულებებით რეფორმების დასაწყებად. ამ წინადადებების 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი:


1. რეალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად:
• პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა;
• 2009 წლის შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
• საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თბილისის მერის არჩევნების ჩატარება;


2. საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყებად:
• კონსტიტუციური ცვლიელებების გზით მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენა 2009 წლის ოქტომბრისათვის;
• საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე;


3. სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად:
• იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნა;
• შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და უშიშროების სხვა ქვედანაყოფების გამოყოფა;


4. სასამართლო რეფორმის დასაწყებად:
• უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;


5. საარჩევნო რეფორმის დასაწყებად:
• ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;
• ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფის შექმნა;


6. მედიასივრცის გაჯანსაღების და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დასაწყებად:
• საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;
• მეორე არხის მართვის გადაცემა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებული ჯგუფისათვის;
• ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება;
• მაუწყებლობის ლიცენზირების ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრა.

 

ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა