<
კომენტარი
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს ჯო ბაიდენისადმი მიმართვა გააცნეს

21 ივლისს ოპოზიციური პარტიის ლიდერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს გააცნეს ჯო ბაიდენისადმი მიმართვა, რომელსაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლის დღეს გადასცემენ.


ქართველი ხალხის მიმართვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი

დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ჩვენ ისევ შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ დასავლური და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება და მივესალმოთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ცვლილებები. ისეთი ცვლილებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნორმალური, დემოკრატიული განვითარებითვის. ჩვენ უკვე 100 დღეზე მეტია ვითხოვთ ცვლილებებს. ისევე, როგორც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალმა ადმინისტრაციამ დაისახა მიზნად და მოუწოდა მთელ მსოფლიოს.

დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა მრავალი პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ქართული საზოგადოება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით და იმავე მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც ამ ადგილას ვიდექით “ვარდების რევოლუციის”, აშშ პრეზიდენტის ვიზიტის და მანამადე, საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს – იმავე მოთხოვნით: “ვიცხოვროთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში.”

ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს ვითხოვდით სამართლიან არჩევნებით არჩეულ ხელისუფლებას და დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართლიანობასა და თავისუფლებას, როგორც ქვეყნის გაძლიერების საწინდარს და განვითარების ერთადერთ გზას. 

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერისა, დღემდე ეს მიზანი არ არის მიღწეული. სახელმწიფო ინსტიტუტები ისევ არ დგას ერის სამსახურში, კერძო ბიზნესი კვლავ სახელმწიფო წნეხის ქვეშაა, უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტები – მედია, პარლამენტი, სასამართლო – კლანური მმართველი გუნდის მიერაა უზურპირებული.

ამ წლების მანძილზე, ნაცვლად საზოგადოებრივი ინსტიტუტების განმტკიცებისა, კონკრეტული პიროვნებების უპირობო მხარდაჭერამ, საქართველო დააბრუნა წარსულის ავტორიტარულ რეალობაში, რაც ჩვესნ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ მიზეზად იქცა; გააჩინა უფსკრული საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ქვეყანა დაუცველია გარეშე მტრის წინაშე და წარმოქმნილი კრიზისი თითქმის შეუქცევადი გახდა. დემოკრატიული პრინციპების მუდმივ უგულვებელყოფას მოჰყვა მართველი გუნდის უზომო თვითდაჯერება, გათამამება, რისი ერთ-ერთი და ტრაგიკულ შედეგად აგვისტოს ომი უნდა ჩაითვალოს.

სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალებს და ხალხის მიერ არჩეულ მიზანს უღალატა. ის დაადგა ავტორიტარიზმის გზას. თავისი ავანტურისტული ქმედებებით საქართველოს დაუკარგა რეალური დამოუკიდებლობისა და ევროანტლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ახლო პერსპექტივა. ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან საქართველო ჩაითრია პროვოკაციულ ომში, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა ახალი ტერიტორიები. თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, რუსეთს და მის კაპიტალს გადაეცა ქვეყნის მთავარი ეკონომიკური სადავეები. დღითიდღე სუსტდება საქართველოს სახელმწიფოს ძალა და მის მიმართ ნდობა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის გაწეული დახმარება უპრეცედენტო და შეუდარებელია.
 
ბუნებრივია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან საქართველო ელოდება კონკრეტულ ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების აღსადგენად: ჯარის, რომელიც ომის და პოლიტიკურ რეპრესიების შედეგად განადგურების პირას დგას; პოლიციის, რომელიც ულტრა-პოლიტიზირების შედეგად დატერორებული და ფუნქციადაკარგულია; სასამართლოს, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მართველი ჯგუფის რეპრესიულ აპარატად იქცა; მედიის, რომელიც დღეს უბრალოდ კვდება; კერძო საკუთრების, რომელიც სრულიად დაუცველია; თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის, რომელიც სახელმწიფო რეკეტის წნეხის ქვეშ იმყოფება.

მოლოდინი თქვენს მიმართ დიდია!

იმედი საქართველოში არ ჩამქრალა!

ბრძოლა რეალურ დემოკრატიისთვის გრძელდება!

ჩვენ განსაკუთრებული იმედით ვუყურებთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, და გვჯერა, რომ თქვენი ახალი ადმინისტრაციის მიდგომა, დაგვეხმარება ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის დაბრუნებაში და საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას ბნელი წარსულიდან. 

გამოვთქვათ იმედს რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ხალხის ნებას, რათა აღდგეს საქართველოში დემოკრატიული წყობა, დაინიშნოს ვადამდელი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, გათავისუფლებულდეს მედია სახელისუფლებო ცენზორებისაგან, მიეცეთ უდანაშაულო ადამიანებს თავის დაცვის საშუალება დამოუკიდებელ სასამართლოში, და ჩვენც შევძლოთ არა ქუჩიდან, არამედ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვით მივაღწიოთ ჩვენ მიზანს - თავისუფალ არჩევნებს!

ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა