<
კომენტარი
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა ეკა ბესელიას შვილისა და ძმის დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.

განცხადების ტექსტი ჟურნალისტებს დღეს მოძრაობა  „ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში გააცნეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს სიხლის სამართლის დევნა პოლიტიკური მძევლების  - რატი მილორავას, ბესო ბესელიას, მათთან ერთად მსჯავრდებულ  ვალერი კილარჯისა და როინ ცაგარელის მიმართ. აქვე ნათქვამია, რომ ამან სათავე უნდა დაუდოს საქართველოში პოლიტიკურ და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას.

განცხადებაში ოპოზიცია, ერთგვარად, აფასებს 2009 წელსაც. „2009 წელი საქართველოში იყო პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და ადამიანის ძირითადი უფლების ხელყოფის კიდევ ერთი წელიწადი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, წელს საქართველოში 40-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იხდის სასჯელს. პოლიტიკური დევნა ყოველგვარ მასშტაბებს გასცდა 2009 წლის დეკემბერში. სასამართლომ საქმეზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ძმას, ბესო ბესელიას და   არასრულწლოვან შვილს, რატი მილორავას”, - ნათქვმია განცხადებაში, რომელსაც  ხელს აწერს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის  - მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი.

ამასთან, ოპოზიცია სრულიად საქართველოს ულოცავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და 2010 წლის დადგომას.

„2010 წელი უნდა გახდეს საქართველოს გაერთიანების, სამართლიანობისა და ღირსების აღდგენის წელიწადი, რისთვისაც ჩვენ გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას”, - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

განცხადების ტექსტი წაკითხა „კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

მან აღნიშნა, რომ ხელმოწერები განცხადებაზე გაგრძელდება და მოგვიანებით  საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ზურაბ ნოღაიდელი, სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძე, „ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, „ლეიბორისტებიდან” კახა ძაგანია, აგრეთვე - კოკა გუნცაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური,   ზურაბ ტყემელაძე, გოგა ხაინდრავა.
ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა