<
კომენტარი
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის ორიწლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ორი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს.


აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა  ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა სწორედ გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია; უუნარობა, ქვეყნისათვის ავბედით ჟამს  მიეღო სწორი გადაწყვეტილება; უუნარობა არ დაეწყო წინასწარ წასაგებად განწირული ომი; უუნარობა, ემოქმედა ეფექტურად, დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა.
 
ხელისუფლების ნაბიჯებს შეეწირა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ხსოვნის წინაშეც ქედს ვიხრით. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია აღარ დავუშვათ მსგავსი მსხვერპლი. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები და როდესაც ამას ვაცხადებთ ჩვენ ჩვენს ქართველ, ოს და აფხაზ შვილებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ისინი ყველა გვტკივა!
 
აგვისტოს ომმა კიდევ უფრო ჩატეხა ის ხიდი, რომელიც ქართველ ხალხს აფხაზ და ოს ხალხთან აერთიანებდა. ჩვენ, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2008 წლის 23 ნოემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განვაცხადეთ, რომ ჩვენ პირველ რიგში  აფხაზი და ოსი ხალხი უნდა დავიბრუნოთ. მხოლოდ ამ გზით გავამთლიანებთ ქვეყანას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ ბიჭებს ერთად დავიტირებთ და ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ ჩვენი ერთად ყოფნით აღარასოდეს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის განმეორებას.

ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ხალხმა ერთად უნდა გამოვნახოთ ჩვენში ძალა დავძლიოთ გაუცხოება, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტკივილი. მხოლოდ ასე ავაშენებთ ჭეშმარიტად ღირსეულ და ერთიან სახელმწიფოს.
 
ვიცით, ჩვენ ამას შევძლებთ!

ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა