საინტერესო
„ან ახლა სად არის სააკაშვილი, იცის კი ვინმემ?“
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, რას ლაპარაკობდნენ საქართველოში ე.წ. პოლიტიკოსები და არც მაინტერესებს მათი შეფასებები. ვიცი რიგითი და ობიექტური მოქალაქეების აზრი.

ისინი ფიქრობენ, რომ ეს იყო ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიგვეღო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უპრეცედენტო მასშტაბის წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. 8 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, როდესაც საფუძველი ჩაეყარა იმ მემორიალის ასლს, ქუთაისში ვანდალურად რომ ააფეთქეს. ამ ცერემონიაზე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს ერთობლივი წვლილი აქვთ შეტანილი ამ ომში და ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვს, რომ ნორმალური, კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა აღდგეს საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს თქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

პატრიოტს  შეუძლებელია არ აწუხებდეს ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დგას, მაგრამ გაბუტვით, ლანძღვა-გინებით და ზურგის შექცევით არაფერი მოგვარდება. ვეკითხები მას, ვინც თავის დროზე ჩემს კაბინეტში ხმის კანკალით შემოდიოდა და ლაპარაკს ძლივს ახერხებდა, ახლა კი მოღალატეს მიწოდებს: რა არის მოღალატეობა - სხვისი გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობა თუ ის უჭკუო მოქმედება, რომელსაც ქვეყნისათვის უაღრესად ნეგატიური შედეგი მოჰყვა? მოღალატეები ისინი არიან, ვინც რუსეთის ტანკები შემოიყვანა ახალგორში და ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა.

„ბი-ბი-სის“ კორესპოდენტმა მკითხა, საქართველოს ხელისუფლების შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ ისაუბრეთო, რაზეც  ვუპასუხე, რომ ეს ქვეყნის შიგნით გასარჩევი საქმეა და სხვის აზრს მნიშვნელობა არა აქვს-მეთქი. იქვე დავძინე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს პრეზიდენტი შესაცვლელია და რაოდენ დადებითიც უნდა იყოს დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მისდამი, მე მაინც ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების შესაცვლელად-მეთქი. სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა რომ ჰქონდეს დასავლეთში, კოსტა-რიკაში ნამდვილად არ ივლიდა, თანაც უაზრო ღონისძიებაზე. ვერ ნახეთ, სამი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და პრაქტიკულად არც ერთი სერიოზული შეხვედრა არ ჰქონია? ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გაამჟღავნა. დიპლომატიურ ეტიკეტს იცავენ მხოლოდ ქვეყანასთან პარტნიორობოს გამო. სააკაშვილის რუმინეთის პრეზიდენტმაც კი უარი უთხრა შეხვედრაზე. ისტორიას არ ახსოვს, სამი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი სამშობლოში არ იმყოფებოდეს, ან ახლა სად არის სააკაშვილი, იცის ვინმემ?”


                                                    „ყველა სიახლე“; 13-19 მაისი; ავტ. ნათია დოლიძე; გვ.3

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
კვირის ფოტო