<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
გაზეთ „ახალი თაობის“ ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრთან. თამარ ცინცაბაძე: ,, ხელისუფლებას ნორმალური საარჩევნო გარემო უნდა გამოვგლიჯოთ!“

–ბოლო დროს სახალხო კრებამ პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციები დაიწყო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მესამე ცენტრი იქმნება?

რატომ მესამე ცენტრი და არა პირველი? სახალხო კრება 2010 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძვის ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მთავარია საერთო ენის გამონახვა. აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება. გაერთიანების გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ.

 

–რისთვის უნდა მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება?

იმისთვის , რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები კრახით დასრულდა. მხედველობაში მაქვს ოპოზიციური რვიანის და შემდეგ უკვე ექვსიანის მოლაპარაკებები. ხელისუფლებამ კანონი კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ისინი არაფერს არ დათმობენ. და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მაისში ის აქციები, რომელიც ხელისუფლებამ ასეთი არნახული სისასტიკით დაარბია.

–რატომ გგონიათ,  რომ ახლა დათმობენ? ან როგორ აპირებთ ხელისუფლებას პოზიციები დაათმობინოთ?

კონსულტაციები სწორედ ამიტომ დაიწყო.  სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომლითაც ხელისუფლებას ნორმალური საარჩევნო გარემოს გამოვგლეჯთ.

–ამ მიზნის მისაღწევად აქციების გამართვა თუ იგეგმება?

ეს მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს. ფაქტი ისაა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

–როდისთვის დასრულდება ეს კონსულტაციები?

კონკრეტულად თარიღის დასახელება არ შემიძლია. ეს მოლაპარაკებები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. და რაც მეტი ოპოზიციური ძალა ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში მით უკეთესი იქნება. ჩვენ ყველასთან სიამოვნებით ვთანამშრომლობთ.

–ყველას როცა ამბობთ ყველა პარტიას გულისხმობთ?

ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ ხელისუფლების შეცვლა. ზოგიერთ პარტიასთან ჩვენ გარკვეული უთანხმოება გვაქვს, მაგრამ მათთანაც მზად ვართ დიალოგისთვის. არის თემები, ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ. არსებული კანონმდებლობით არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება. ამიტომ გარემოს შესაცვლელად ყველა ხერხი უნდა იქნეს გამოყენებული. ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით უნდა შევცვალოთ. დიახ, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს და არა გადაბარება. მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლით შეიძლება ქვეყნის გადარჩენა. თამამად ვიტყვი, რომ ახლა ქვეყნის გადასარჩენად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

23.01.2012

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა