<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
პრესრელიზები

„დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მიღებული პროექტის თანახმად, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი ემატება: "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".

 

2012 წლის 7 მაისს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენცია გამართა

ნინო ბურჯანაძე:” ჩვენ გვინდოდა 26 მაისი გვექცია სოლიდარობის დღედ, ყველა იმ ადამიანის სოლიდარობის დღედ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და ვინც სააკაშვილის ხელისუფლების გამო დაიღუპა. თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს, ეს ვერ მოხერხდა. მით უფრო სამწუხაროა, რომ გადაიდო 26 მაისისთვის დაგეგმილი როგორც ჩვენი და „სახალხო კრების“, ასევე „ქართული ოცნების“ ღონისძიებაც“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ Presage.tv-ის მედიაკლუბში სტუმრობისას.

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება

საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა – პატიმართა წამების ფაქტები და უფლებაშემლახავი მოპყრობა – ყოველგვარ ზღვარს ცილდება. ბოლო ერთი წლის მანძილზე ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა საგანგაშოა და 144 ადამიანს აღწევს. ეს ციფრი ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ელემენრატულ ცივილურობაზე აქვს პრეტენზია, ყველაზე ცოტა, განგაშის მიზეზი მაინც გახდებოდა, უკეთეს შემთხვევაში კი უკვე დიდი ხნის დასჯილები იქნებოდნენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

 

„დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციების განცხადება

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ბესიკ დანელიამ განაცხადა „სამოქალაქო ფრონტის“ ინიციატივით ახალგაზრდული ორგანიზაციები 2012 წლის 2 მაისს გეგმავენ რამდენიმე აქციას ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით.

 

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

 

„სახალხო კრება“, რომელიც შეიქმნა ჩვენი სამშობლოს, ეროვნული ფასეულობების და დემოკრატიის გადასარჩენად, დაარსების დღიდანვე გახდა დარტყმის მთავარი ობიექტი. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლის, რეპრესიების, ტერორისა და ცილისწამების მიუხედავად, 2011 წლის 21 მაისს 30 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე თავისი კონსტიტუციური უფლებების დაბრუნების მოთხოვნით, იმავდროულად უპრეცედენტო მანიფესტაცია გაიმართა ბათუმში, რომელშიც ექვსიათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 

თემურ ლომსაძე : "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოცილური დაცვაა."

2012 წლის 24 აპრილს "სახალხო კრების" წევრმა თემურ ლომსაძემ და საზოგადოება "მემორიალის" ხელმძღვანელმა გურამ სოსელიამ ბრიფინგი გამართეს. როგორც ბატონმა თემურ ლომსაძემ აღნიშნა "სახალხო კრება", ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, ზოგადად წინააღმდეგია, სოციალური დაცვის თვალსაზრისით, პრივილიგირებული ჯგუფების არსებობისა, მაგრამ თუ დღევანდელი ხელისუფლება მაინც ახდენს ასეთ დიფერენციაციას, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოცილური დაცვა.
 

„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადება

მოგეხსენებათ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 200-მდე პატიმარი, მათ შორის 13 ქალბატონი შეიწყალა. ჩვენ მივესალმებით პატიმართა შეწყალების ნებისმიერ ფაქტს, მაგრამ ამასთან ერთად არ შეიძლება არ აღინიშნოს შეწყალების კომისიის ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად გასაიდუმლოებული მუშაობა.
 

“დემოკრატიულ მოძრაობა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას სასამართლოში უჩივის

გაზეთ „ვერსიის“ 2012 წლის 6 აპრილის ნომერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ, 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ჩვენი ქვეყნის მმართველი დღევანდელი ნეობოლშევიკური რეჟიმის იდეოლოგია და პოლიტიკური კურსი - „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია“.

 

თემურ ლომსაძე: "დაკანონებული ექსპროპრიაცია."

2010 წლის გაზაფხულზე საფუძველი ჩაეყარა ქ.თბილისის 28 კმ–ის სიგრძის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას.

პროექტის პრეზენტაციაზე ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მას 21-ე საუკუნის პროექტი უწოდა.

21-ე საუკუნის პროექტმა, როგორც ხშირად ხდება, ამ ხელისუფლების ხელში, 800 მესაკუთრეს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში მოხვდა, პრობლემები შეუქმნა.

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის განცხადება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის განცხადება
მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ოთხმოცი წევრი სადეპუტატო ასაკის 25 - დან 21 წლამდე დაწევის ინიციატივით გამოდის. ინიციატორები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ახალგაზრდების წახალისებად და მხარდაჭერად წარმოადგენენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელისუფლების მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პოპულისტურ დანიშნულებაზე.
ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც საქართველოა, ქვეყანაში სადაც 21 წლის ახალგაზრდას დღევანდელი სტანდარტებით პრაქტიკულად სწავლა დასრულებული არა აქვს, დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ამ ასაკის ახალგაზრდები იღებდნენ, მით უმეტეს იმ ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდები, სადაც არ არსებობს ობიექტური ინფორმაციის წყარო და მთელი თაობა „ნაციონალური მაუწყებლობების“ მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობაში აღიზარდა.
ქვეყანაში სადაც ხელისუფლება ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტს, სადაც 300 000 პრობაციონერია და მათ შორის 70% სწორედ ახალგაზრდაა, სადაც განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება უკანონოდ აქვს ჩამორთმეული სტუდენტების უდიდეს ნაწილს, არავინ დაიჯერებს, რომ ამის შემოქმედი ხელისუფლება ამ ნაბიჯით ახალგაზრდობის მხარდაჭერას და წახალისებას ცდილობს.
მაშინ, როდესაც ხელისუფლების ცალკეული აპოლოგეტი საუბრობს დანიისა და გერმანიის მაგალითებზე, როდესაც ზოგიერთი ე.წ. ექსპერტი ამ პრობლემაზე საუბრისას დავით აღმაშენებლის მაგალითით ამყარებს საკუთარ პოზიციებს, რომ ის ქვეყნის მეფე 16 წლის ასაკში გახდა, მოუწოდებდით მათ დაფიქრდნენ, რამდენი აღმაშენებელი ყავდა საქართველოს ორიათასი წლის მანძილზე!
დავით აღმაშენებელი საქართველოში 20 საუკუნის მანძილზე ერთი დაიბადა და არა ბოკერიასა და რამიშვილის იდეოლოგიაზე, არამედ დიდი გიორგი ჭყონდიდელის რჩევა-დარიგებაზე იყო აღზრდილი და მრჩევლადაც იგი ჰყავდა.
ჯერ ავაშენოთ ისეთი დემოკრატიის სახელმწიფო როგორიც დანია და გერმანიაა, გაიზარდოს თაობები მსგავსი დემოკრატიის საქართველოში და შემდეგ ვიფიქროთ სადეპუტატო ასაკის დაწევაზე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს  სტუდენტების უფრო აქტიურად ჩართვას სტუდენტურ  თვითმმართველობებში, რომლებიც დღეს რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალებს წარმოადგენენ და რომლებიც სტუდენტთა ურთიერთ დაპირისპირებისა და დაშინების იარაღად აქცია რეჟიმმა.  ხელისუფლების მიზანია, რომ თვითმმართველობებში დაპროგრამებული, ადვილადმართვადი ახალგაზრდები გაიყვანოს პარლამენტში სასურველი გადაწყვეტილებების უფრო მარტივად მისაღებად და საკუთარი რეჟიმის უვადოდ გასამყარებლად.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა დაუშვებლად მიიჩნევს აღნიშნული ინიციატივის დამტკიცებას და მოუწოდებს ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციას საკუთარი პროტესტი გამოხატოს ხელისუფლების მორიგ მზაკვრულ გეგმასთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ოთხმოცი წევრი სადეპუტატო ასაკის 25 - დან 21 წლამდე დაწევის ინიციატივით გამოდის. ინიციატორები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ახალგაზრდების წახალისებად და მხარდაჭერად წარმოადგენენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელისუფლების მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პოპულისტურ დანიშნულებაზე.
 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა