<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების მიერ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ჩატარებულ სამაგალითო, სადამსჯელო სისხლიან სპეცოპერაციას და ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ეხმაურება და მის მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო ანგარიში 2012“-ში ერთი თავი საქართველოს ეძღვნება.

 

Human Rights Watch-ი  ხელისუფლებას 26 მაისის აქციის მშვიდობიან მონაწილეთა დარბევის, დევნელების იძულებითი გამოსახლების ვანდალური აქტისა და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული გაუსაძლისი  მდგომარეობის გამო მკაცრად აკრიტიკებს.

ანგარიშის მიხედვით, 26 მაისს, თბილისში ხელისუფლებამ გამოიყენა გაუმართლებელი ძალა  მშვიდობიანი  დემონსტრაციის დარბევისას, ხოლო  მასობრივი დაპატიმრებების შემდეგ დაკავებულთა უფლებები  არ იქნა დაცული სასამართლოს მიერ. ხელისუფლებამ დღემდე  არ  უზრუნველყო  მაისის მოვლენების  გამოძიება...  ნათქვამია ანგარიშში.

სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დააკავება, ფიზიკური და მორალური შეურაცყოფა, ორგანიზაციის მიერ  შეფასდა როგორც პოლიციური სისასტიკე.

Human Rights Watch-ი  საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ასპექტში ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ვერ მოახერხეს ზეგავლენის მოხდენა საქართველოს ხელისუფლებაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „მაისის მოვლენების დროს, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელაბაში. რამდენიმე მათგანს კი ფიზიკური ზიანიც მიადგა“.

Human Rights Watch-ი ასევე აქვეყნებს ფაქტს, რომ  დაპატიმრების შემდეგ პოლიციამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, აქციის მონაწილეები აიძულა ხელი მოეწერათ პირობაზე, რომ აღარ მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში...

ამ ავტორიტეტული საერთაშოისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „სახალხო კრებას“ არაერთხელ განუცხადებია და რაზეც მანამდე ათობით უცხოური და ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციები საუბრობდნენ..

მიუხედავად „სახალხო კრების“ და „დემოკრატიული მოძრაობის“  არაერთგზის მოთხოვნისა ხელისუფლება არ ატარებს 26 მაისის მოვლენებზე ობიექტურ გამოძიებას, საქართველოს პარლამენტში კი, ოპოზიციის რამოდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებული წინადადება, 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ, ხელისუფლების პირდაპირი მითითებით, ნაციონალურმა უმრავლესობამ დაბლოკა.

როგორ შეიძლება საქართველოში გატარებული პოლიციისა და სასამართლო რეფორმა შეფასდეს დადებითად იმის ფონზე, როცა Human Rights Watch-ის ანგარიშშიც კი იმაზეა საუბარი, რომ ადამიანთა დაპატიმრებისას სასამართლოები ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციის მიერ წარმოდგენილ ჩვენებებს და არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის არგუმენტებსა და მოტივებს.

სწორედ სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენების გამო, დღემდე საპატიმროებში უკანონოდ სასჯელს იხდის მაისის მოვლენებისას დაპატიმრებული 41 ადამიანი.

ზეწოლა ისევ გრძელდება, უკვე მეცხრე თვეა სასამართლო განაჩენს საპატიმროში ელოდება 4 ადამიანი მხოლოდე იმის გამო, რომ მოგონილ ბრალდებებს არ აღიარებს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არფრად აგდებს, არა თუ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების უმაღლესი პირების რეკომენდაციებსაც კი, თუ ეს რეკომენდაციები არ შედის სააკაშვილისა და მისი გუნდის ინტერესთა სფეროში, ვინაიდან მათთვის პრიორიტეტული მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა ქვეყნის რეალური დემოკრატიული განვითარება.






 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა