<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

2012 წლის 30 იანვრის ობამა-სააკაშვილის  შეხვედრის შესახებ უამრავი რამ ითქვა და დაიწერა. ჩვენ მესამე დღეა ვისმენთ და ვკითხულობთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლების არაერთგვაროვან შეფასებებს და ჩვენდა სამწუხაროდ არც ერთ მათგანს ამ თემაზე საუბრისას ყურადღება არ გაუმახვილებია ყველაზე მთავარი ფაქტისათვის, რომ არც საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარ განცხადებებში არ უხსენებიათ საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საკითხი.

 

როგორც აღმოჩნდა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაზე სააკაშვილისთვის მთავარი და პრიორიტეტული მხოლოდ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობები, ავღანეთის ოპერაციებში ქართველების მონაწილეობა და არა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად მის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემაზე.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ქართველი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც კი ვიზიტის შეფასებებში განიხილავენ ყველაფერს გარდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა. ისინი ასევე საერთოდ არ ახსენებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრებს და 26 მაისს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოწყობილ სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, რომლის შესახებ საკუთარ დასკვნებში უმძიმეს შეფასებებს აქვეყნებს მსოფლიოს უკლებლივ ყველა საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია.

უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის ადრინდელ განცხადებებში ერთმნიშვნელოვნად იყო აღნიშნული, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მოგვარების გზა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაზე გადის და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქვეყნის გაერთიანება.

ხელისუფლება კარგა ხანია გვაჩვევს, რომ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. განმუხურის ფეიერვერკი და 8 აგვისტოს ბათუმში გამართული კონცერტი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ  განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ ომი კი არ წაგვიგია არამედ გავიმარჯვეთ, რომ თიქთოს ქვეყნის ტერიტორიების 20% არ დაგვიკარგავს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო პერიოდის განცხადებებში გაჩნდა ტერმინი „სუვერენიტეტის შენარჩუნება“.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა არის ქვეყნის გაერთიანება, კონფლიქტების დარეგულირება, აფხაზ და ოს ხალხთან საერთო ენის გამონახვის შედეგად, მათთან ერთად, ერთიანი დემოკრატიული და ღირსეული სახელმწიფოს მშენებლობა და არასოდეს შევეგუებით ჩვენი სამშობლოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის  უგულებელყოფას.

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა