<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
„ნინო ბურჯანაძე: როგორ ხდება, რომ სააკაშვილზე ფილმის გადაღებას პუტინის მეგობარი სერგეი გენერალოვი აფინანსებს?!“
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„ძალიან დიდი ხანია კბილებს ილესავენ, რომ დააპატიმრონ ბადრი ბიწაძე, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ვერც მისი მოღვაწეობის მანძილზე და ვერც მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ვერ დააფიქსირეს რაიმე უკანონო ქმედება, რადგან ასეთს ადგილი არ ჰქონია. ამიტომაც, პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისათვის და არ ვაპირებთ არსად გაქცევას და დამალვას.

ის ფაქტი, რომ ასეთმა ბინძურმა ხელისუფლებამაც კი ვერაფერი შეთითხნა, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მთელი ის სიბინძურე, რაც ჩვენი ოჯახის მიმართ იღვრებოდა, იყო პოლიტიკური ბრძოლის შედეგი და სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო!

წყნეთის აგარაკის თემა იყო ჩემი დასჯისა და დისკრედიტაციის მექანიზმი. ისიც კი დაგვაბრალეს, რომ თითქოს აგარაკი შიგნით დანგრეული იყო და ისე ჩავაბარეთ. არადა, აგერ თქვენც შეესწარით, რომ სიუჟეტში პატარა ბავშვმა გულწრფელად თქვა, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. ეს კომენტარი გაეპარათ სიუჟეტში, თორემ ისე არ გაუშვებდნენ!

მე რომ არ ვყოფილიყავი დღეს ოპოზიციაში და გავჩუმებულიყავი, არავის გაახსენდებოდა დღეს ეს აგარაკი და, გარწმუნებთ, რომ ხუთ ასეთ აგარაკს მაჩუქებდა კიდევ სააკაშვილი და ძალიან ბევრ მილიონსაც გადაიხდიდა, რისი შემოთავაზებაც პირდაპირ და ირიბად არაერთხელ გვქონდა!

ათობით და ასობით სხვა ადამიანს, რომელსაც იმავე წესით აქვს მიღებული ქონება, რა წესითაც მე მქონდა წყნეთის ქონება მიღებული, არ ეყო ვაჟკაცობა, ხმა ამოეღო და ეთქვა, რატომ სჯით მარტო ბურჯანაძეს, როდესაც მას კანონი არ დაურღვევია და მისნაირად ქონება მიღებული გვაქვს ასობით ადამიანსო. არც ერთს არ ეყო ვაჟკაცობა შევარდნაძის გარდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, მეც ზუსტად ასეთივე წესით მაქვს მიღებული კრწანისის რეზიდენცია, ოღონდ არავინ მედავება, იმიტომ, რომ, ეტყობა, სააკაშვილი ჩემში საშიშროებას ვერ ხედავს, ბურჯანაძე კი ნერვებს ძალიან უშლისო. მე არ შემიძლია, რომ ამ პოზიციისთვის შევარდნაძეს მადლობა არ გადავუხადო!

მე არაერთგზის გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარეობს აბსოლუტურად მიზანმიმართული კამპანია, რადგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის მართლაც შეუვალი ავტორიტეტი, მართლაც უზარმაზარი სულიერი და მორალური ავტორიტეტი არამარტო მართლმადიდებლებისათვის, არამედ ყველა აღმსარებლობის ადამიანისათვის. ხელისუფლებისათვის კი ასეთი ავტორიტეტის ადამიანები არიან ძალიან საშიშნი. ხელისუფლებამ პირველივე დღიდან დაიწყო საზოგადოებაში ავტორიტეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, ვისაც ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში სიტყვა ეთქმოდა. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება ისეთმა ვერავინ გააკრიტიკოს, ვისაც საზოგადოება დაუჯერებს.

სააკაშვილმა დაკარგა ყველანაირი ნდობა, დაკარგა ავტორიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში! რაც შეეხება ქალბატონ ფერერო ვალდნერთან სააკაშვილის შეხვედრას, მე ძლიან კარგად ვიცი, რა თემებზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი! ამ შეხვედრაზე სააკაშვილს ძალიან მწვავედ დაუსვეს ბევრი საკითხი, მათ შორის, პოლიტპატიმრების, მედიის თავისუფლების და ქვეყანაში არმიმდინარე დემოკრატიული რეფორმების საკითხი! ეს ნამდვილად ვიცი!

სააკაშვილზე ფილმის ბიუჯეტი უნდა იყოს გამჭვირვალე. ითქვა, რომ ამ ფილმს ნაწილობრივ აფინანსებს „მადნეული“, რომელშიც არის რუსული, კერძოდ კი, სერგეი გენერალოვის კაპიტალი. სერგეი გენერალოვი კი პუტინის მეგობარია  და როგორ მოხდა, რომ გენერალოვის კაპიტალი აფინანსებს სააკაშვილზე ფილმის გადაღებას? თუ ვინმე იტყვის, რომ გენერალოვი ამას ისე გააკეთებს, რომ პუტინმა არ იცის?

რაც შეეხება დუშეთიდან და ქარელიდან ადამიანების გატაცებას, კარგი იქნება, თუ თქვენი გაზეთის საშუალებით დამეხმარებით და დავსვამთ ამ შეკითხვას: ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი? საერთოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, სადამდე შეუძლიათ მისვლა და სადამდე - არა? ეს პირობითი საზღვრები გამოცხადდა?

ისეთ დამღუპველ დოკუმენტს მოაწერა სააკაშვილმა ხელი, რომ რეალურად ლამის გორის ტრასამდე აკონტროლებენ ტერიტორიას რუსი ჯარისკაცები. გამოაქვეყნოს, აბა, ერთი რუკა სააკაშვილმა, სადამდეა რუსეთის საკონტროლო ტერიტორიები?

გურამ დონაძე - კაცი, რომელიც გახდა სიმბოლო ამ ხელისუფლების ამორალურობის, დანაშაულებრივი ქმედების, ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის, დღეს ტელევიზიას მართავს!

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ცივილიზებული მეთოდი გამოვიყენოთ და მივაღწიოთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევენებს, თორემ 2013 წელს ძალიან ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეიძლება ქვეყანას ვეღარაფერი ვუშველოთ!“ 

               „ასავალ-დასავალი“; 02.11.09; ავტ.ჯაბა ხუბუა; გვ.10-11
 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა