ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან„არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის თითოეული დღე ქვეყნისათვის საფრთხის მატარებელია და ნებისმიერი მცდელობა ამ ხელისუფლებისა და რეჟიმის მოღვაწეობის გასახანგრძლივებლად ნიშნავს იმას, რომ არსებობს საფრთხე, არა მხოლოდ 2013, არამედ 2033 წლამდეც დარჩეს სააკაშვილი ქვეყნის პირველ პირად! მას ეს სურვილები აქვს და არც ეს არის ვინმესთვის დამალული.
საკონსტიტუციო ცვლილებებზეც არაერთხელ მისაუბრია და მითქვმას, რომ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემთხვევაში სააკაშვილს აღარ ექნება შეზღუდვები და იგი კვლავ მოგვევლინება პრემიერ-მინისტრის რანგში! დიახ, ეს გეგმა ხელისუფლებაში არსებობს დღესაც და არსებობდა ადრეც! საზოგადოება მართლაც ფხიზლად უნდა იყოს!
ჩემს თავს მივცემ იმის უფლებას, რომ ვთქვა: დიახ, საზოგადოებისაგან მეტი აქტიურობაა დღეს საჭირო! აქტიურობა კი, მაინცდამაინც მიტინგზე გამოსვლას არ ნიშნავს.
ჩვენი ბრძოლის მესამე ტალღა, რომელიც ნამდვილად მოაშორებს ამ ხელისუფლებას ქვეყანას, უნდა იყოს ბოლომდე გათვლილი, რათა არ განმეორდეს იგივე შეცდომები, რაც შარშან გაზაფხულზე იყო დაშვებული!
დამერწმუნეთ, ეს ხელისუფლება ნამდვილად ჩამოიშლება და თან, ძალიან მალე! ამაში ეჭვი არ მეპარება!
შანსი იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალოს, ნამდვილად არსებობს ასი პროცენტით! და შეიცვლება 2010 წლის პირველ ნახევარში! უბრალოდ, ამ შანსს კარგად უნდა გამოყენება!
დღეს იმის შანსი, რომ სააკაშვილი დათმობს თბილისის მერის თანამდებობას ოპოზიციის სასარგებლოდ, არ არსებობს! ამ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არავითარი აზრი არა აქვს! ოპოზიციის მხრიდან, ეს არის წინასწარვე წაგებულ თამაშში ჩართვა და მე დღესაც ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას! დღეს ქვეყნის პრობლემა არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი! ჯერ მისი შეცვლაა მთავარი და მერე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე უნდა შეიცვალოს!“
„ასავალ დასავალი“
11-17 იანვარი; ავტ.გიორგი მამაცაშვილი; გვ.21
































