<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

ძვირფასო თანამემამულენო,
ვცდილობთ მოგაწვდინოთ ხმა თითოეულ თქვენთაგანს, ვინაიდან აღარ ძალგვიძს უმოქმედო მოწმეებად დავრჩეთ ჩვენი სამშობლოს დაკნინების, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესისა.

ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, ყოველდღიურად ნადგურდება ქვეყნის ეკონომიკა, განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები. განუხრელად იზრდება საგარეო ვალი. არნახულ მასშტაბებს აღწევს ნარკომანია.Mმოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც ზეობს უსამართლობა, პოლიტიკური ტერორი.

ქვეყნის მოქალაქე აღარ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას ხელისუფლებისთვის. ადამიანს აღარ გააჩნია მთავარი – სიცოცხლისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება. ციხეები ივსება უკანონო პატიმრებით.

ჩვენს ქვეყანას შველა სჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფაა!
ვითარების გამოსწორების ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც სიცრუის მანქანად გადაქცეულ კონტროლირებად მედიას და მის ხელთ არსებულ დეზინფორმაციის ყველა სხვა საშუალებას იყენებს.

ხელისუფლება, რომლის ქმედებათა შედაგად, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი, აგრძელებს  უპასუხისმგებლო, აგრესიულ რიტორიკას და უსაფუძვლო ტრაბახს, რაც კიდევ უფრო ზრდის ახალი დამანგრეველი ომის საფრთხეს.

ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ადასტურებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

ჩვენ, ქართული საზოგადოების ერთ ჯგუფს, მიგვაჩნია, რომ დროა, საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ  საფუძვლიანად გააანალიზოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების ყველა ფენისთვის, ხოლო მისი რეალიზაცია სავალდებულო გახდება დღევანდელი და  მომავალი ხელისუფლებისთვის.

დარწმუნებული ვართ, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს შეაფასებს, მომავლის გზას და მოქმედების გეგმას დასახავს.

მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს,  ამ გადამწყვეტ ჟამს, ყველაზე მაღლა დავაყენოთ სამშობლოს ინტერესები! მაქსიმალური ძალისხმევით ჩავერთოთ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ფორმირებაში ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის დასამკვიდრებლად!

იმედი მხოლოდ ჩვენი თავისა გვქონდეს. მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ გავერთიანდეთ, წინ აღვუდგეთ ყველანაირ უკეთურობას, რაც შიდა თუ გარე მტრის განზრახვას ემსახურება და გავიმარჯვებთ.

განსაკუთრებული იმედით მოგმართავთ ახალგაზრდებს. ეს თქვენი ქვეყანაა! დღევანდელი სწორი არჩევანი, თქვენი გონი და ენერგია, თქვენი აქტიური პატრიოტიზმი ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და კეთილდღეობის გარანტიაა!

ქვეყნის გადასარჩენად დადგა გადაწყვეტილების მიღების ჟამი!

მივაღწიოთ, რომ ხელისუფლებამ იმოქმედოს ხალხის ნებისა და მოთხოვნის შესაბამისად!

ნუ გავახარებთ მტერს!

გავერთიანდეთ ერთიანი, თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი               
საქართველოსთვის!

სახალხო წარმომადგენლობითი კრების

საინიციატივო ჯგუფი

ჭაბუა ამირეჯიბი
ნონა გაფრინდაშვილი
დავით კვაჭაძე
გოგი ქავთარაძე
გიგა ბათიაშვილი
რეზო ესაძე
სოსო ცისკარიშვილი
მინდია სალუქვაძე

თბილისი, 27იანვარი, 2010 წელი

„ასავალ-დასავალი"; 1-7 თებერვალი; გვ.7


 

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა