<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
პარიზი თბილისთან ურთიერთობებს აგვარებს

იზაბელ რასელი

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდება. შეხვედრა პარიზში ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე შედგება
უკვე ექვსი თევა რაც ის ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას ითხოვს. ელისეს სასახლე, როგორც იქნა დასთანხმდა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის დაკმაყოფილებას. საქართველოს ლიდერი პარიზში ოთხშაბათამდე დარჩება და მას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შეცვლის.


დღეს თბილისის და პარიზის ურთიერთობებში, რომლებიც საგრძნობლად გაუარესდა ელისეს სასახლის მიერ კრემლთან დაახლოვებაზე აღებული კურსის გამო, კვლავ ერთგვარი დათბობა შეიმჩნევა და მაინც ძირითადი სადაო საკითხი, რომელიც რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე (ამ გემს ბევრი ფრანგული ფლოტის მარგალიტად მიიჩნევს) ფრანგული მხარის გადაწყვეტილებაში მდგომარეობს, მაინც გადაუჭრელია. საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის არმიას დღემდე დაკავებული აქვს, ამტკიცებს რომ ამ გარიგებამ რეგიონში შეიძლება სტრატეგიულ ძალთა ბალანსი შეცვალოს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელიც იმის შესახებ საუბრობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „მისტრალი“ შავი ზღვის ფლოტს საშუალებას მისცემდა „ყველა ამოცანა 26 საათის ნაცვლად 40 წუთში გადაეწყვიტა“.

ქართველები რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემაზეც არიან შეშფოთებულები. მათი აზრით ასეთი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარია. „შეიძლება კი სახელმწიფომ, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიაღწია და შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ერთი მხარის შეიარაღებას დასთანხმდეს მეორის საზიანოდ? ეს ყველაფერი მშვიდობისმყოფელის როლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება“ – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

მართალია საქართველო აპირებს ამ საკითხის დეტალურ განხილვას საფრანგეთის ხელმძღვანელობასთან, თუმცა მას ელისეს სასახლესთან კონფლიქტის ოდნავი სურვილიც კი არა აქვს. „მნიშვნელოვანი არ არის მოეწერება თუ არა ხელი კონტრაქტს, რუსეთმა ხომ უკვე მოიპოვა მისთვის ესოდენ  საჭირო პოლიტიკური სიმბოლო: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატორი ქვეყანა თანხმდება იარაღი მიჰყიდოს მხარეს, რომელიც მას არღვევს! ყველაზე უარესი უკვე მოხდა. ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთთან ბრძოლას…“ – განაცხადა საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელმა.

2008 წლის ხუთდღიანი ომში პოზიციების დაკარგვის შემდეგ, საქართველო დღეს დასავლეთში ახალ მოკავშირეებს ეძებს და საფრანგეთი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური კანდიდატია. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის და რუსეთის ურთიერთობები არც ისეთი უღრუბლოა, როგორც ზოგიერთები იმედოვნებენ. ის რომ მოსკოვი უარს ამბობს თბილისთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას, პარიზში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: „მისტრალის“ გაყიდვაზე მოლაპარაკებები ყოველგვარი კონკრეტული შედეგების გარეშე ჭიანურდება. კრემლს ოთხი ხომალდიდან სამის აშენება რუსეთში სურს, მაშინ როდესაც ელისეს სასახლე მოითხოვს, რომ ორი გემი სენ-ნაზერეს ვერფებზე უნდა აიგოს…


გარდა ამისა, საქართველოს ლიდერებს პარიზისგან ევროკავშირში მათი მისწრაფების მხარდაჭერის მოპოვება სურთ. ბოლო დროს ამერიკელები ერთგვარად ჩამოშორდნენ რეგიონის საქმეებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში მათი თავშეკავებული რეაქცია ადასტურებს. „ფრანგები კი პირიქით გვეხმარებიან ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მხარდაჭერა“ – გვიხსნის საქართველოს წარმომადგენელი.


ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი სტრატეგიული პრიორიტეტები არსებითად შეიცვალა. საქართველო, რომელიც მისი უზარმაზარი და მოუქნელი მეზობლის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რუსი დათვისგან დაცვის გარანტიების მისაღებად დიდი ხანია რაც ნატო-ს კარზე აკაკუნებს. „მაგრამ თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ნატო-ში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოვებაა“ – ამბობს ქართველი ექსპერტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე მადლენ ოლბრაიტის ჯგუფის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, ქართველებზე ცივი დუშის ეფექტი იქონია, რადგან უახლოეს მომავალში მათ ნატო-ში გაწევრიანების გზა ჩაუკეტა. ამგვარად, თბილისს ამ ტენდენციის გადასატეხად ლისაბონში წლის ბოლოს დაგეგმილი სამიტის წინ, გათვლა პარიზის დახმარებაზე აქვს.

 

ორიგინალი:
http://www.lefigaro.fr/international/2010/06/07/01003-20100607ARTFIG00698-paris-rechauffe-ses-relations-avec-la-georgie.php 

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა