<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
დარღვევებით ჩატარებული საქართველოს არჩევნები

დენიელ ლარისონი

ამ კვირაში „ინოსმი“-ში გამოქვეყნებულ ჩემს სვეტში ქართული მუნიციპალური არჩევნების შედეგებზე და დაუფარავ ორმაგ სტანდარტებზე ვწერდი, რომლებსაც დასავლეთი საქართველოს პოლიტიკის და ამ ქვეყნის პოლიტიკური მოვლენების გაშუქების დროს იყენებს. თითქოს ჩემი სიტყვების დასადასტურებლად, მეტ კონტინეტიმ უზარმაზარი სტატია  გამოაქვეყნა, რომელშიც ის ქართულ დემოკრატიას ადიდებს და სრულ იგნორირებას უკეთებს მნიშვნელოვან დარღვევებს არჩევნებში. ამ დარღვევების შესახებ გასულ კვირაში სააგენტო AFP იუწყებოდა.


„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ორშაბათს მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვება დასავლელი დამკვირვებლების განცხადებებმა დაჩრდილა, რომლებმაც ხმის მიცემის პროცესში „მნიშვნელოვან ხარვეზებზე“ მიუთითეს“.


ეს გასაკვირი არ არის, როდესაც ასეთ ქვეყანაში მმართველი პარტია სრულად დომინირებს პოლიტიკურ სცენაზე, სარგებლობს რა ძალაუფლების ყველა უპირატესობით, მნიშვნელოვანი გაყალბებისა და დარღვევების არსებობა არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ აქ იმ რეაქციის აღნიშვნა ღირს, რომელიც დასავლურ პრესაში ამ „მნიშვნელოვან დარღვევებს“ მოჰყვა. სააკაშვილის პარტიის ადგილას „ერთიანი რუსეთი“ ან აჰმადინეჯადი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ თაღლითობასა და ფალსიფიკაციაზე აღშფოთებული განცხადებების მოწმენი გავხდებოდით, ხოლო ექსპერტები და ბლოგერები სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდნენ ოპოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა რამ თუ გვესმის, ხოლო ის რაც გვესმის სააკაშვილის მომხრეების განცხადებებია.


კონტინენტის სტატიაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ შერჩევით იყენებს ის არჩევნებზე დამკვირვებლების ინფორმაციას. ეუთო-ს დამკვირვებლებმა „აშკარა პროგრესზე“ მიუთითეს, მაგრამ იმავდროულად აღნიშნეს „მნიშვნელოვანი ხარვეზები“, რაც მოცემულ მომენტში „სისტემატიურ დარღვევებს“ ნიშნავდა, მათ შორის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს და მმართველი პარტიის სასარგებლოდ აშკარა მიკერძოებულობას. იმის გათვალისწინებით რომ ოპოზიცია საქართველოში სუსტი და დეზორგანიზებულია, ხოლო მოქმედი ხელისუფლება უზარმაზარი უპირატესობებით სარგებლობს, არანაირ გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პარტიამ გასულ კვირას ხმების ორი მესამედი მოიპოვა, თუმცა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობის მისამართით არანაირი ეჭვი არ თქმულა. შეადარეთ ეს იმას, რაც შარშან ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. სააკაშვილმა ომი დაიწყო, რომელსაც სამხედრო კატასტროფა მოჰყვა, ხოლო მისი პარტია ამ ომის შემდეგ პირველ არჩევნებს მაინც დიდი უმრავლესობით იგებს. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს არა ჯანსაღი დემოკრატიის არსებობას რომელსაც მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ძალები გააჩნია, არამედ ერთპარტიული სახელმწიფოს დაბადებას, რომელშიც ელექტორატი ნებისმიერ არაკომპეტენტურობას და ნებისმიერ მარცხს ეგუება.


პირადად მე საქართველოს საარჩევნო პროცესის სიმყიფე ნაკლებად მაღელვებს, თუმცა ის რაც მე მართლა მაშფოთებს – სააკაშვილის მხრიდან პროპაგანდის მუდმივი ნაკადია, რომელშიც მისი მთავრობა ძველებურად დემოკრატიული რეფორმების ეტალონია და არა ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ბანკროტი, როდესაც საქმე პოლიტიკურ რეფორმებს ეხება. ასეთივე ენთუზიაზმით, ამერიკელები სააკაშვილს მხარს უჭერდნენ მანამ, ვიდრე მან სამხრეთ-ოსეთში ომი არ გააჩაღა. სწორედ ეს ენთუზიაზმი აბრმავებს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და არ აძლევს მათ  სააკაშვილის ხარვეზების და შეცდომების დანახვის საშუალებას.


კონტინენტის სტატიაში ყველაზე მეტად თვალშისაცემია ის, რომ მას 2008 წლის აგვისტოს ომის ახსნის არანაირი მცდელობა არა აქვს – ომის რომელმაც საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა და ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შანსის გარეშე დატოვა. დიახ, რთულია ინვესტიციების მოზიდვა, როდესაც ქვეყანას უგუნური დემაგოგი მართავს, რომელმაც ომი უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო. მისი მხრიდან ომის დაწყებაზე თბილისის ძირითადი ბრალის ირიბ აღიარებად იქცა მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ „დასავლეთში ზოგიერთები საქართველოს ბრალზე საუბრობენ“. სააკაშვილის მხარდამჭერები გრძნობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი სააკაშვილი უნდა გაათეთრონ, რადგან მისი გაამართლება შეუძლებელია. ერთადერთი, რისი თქმაც კონტინენტიმ სააკაშვილის წინააღმდეგ მოახერხა, იყო ის რომ საქართველოს პრეზიდენტი 2007 წელს დემონსტრანტებს „არასწორად მოექცა“, როდესაც ათობით მომიტინგე საავადმყოფოში მოხვდა. ის რომ იგი „ომის დროს და ომამდეც შეცდომებს უშვებდა“ (მაგალითად სასაზღვრო შეტაკებები ფართომასშტაბიან ომამდე რომ მიიყვანა) და ახლა ის „ძალიან მეგობრობს ირანთან“.


რა თქმა უნდა, საქართველოს სრული უფლება აქვს თეირანთან ეკონომიკური კავშირები გააფართოვოს და იგივეს აკეთებს თურქეთთანაც, აგვარებს რა რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობებს და ამისთვის სააკაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება. თურქეთი საკმაოდ წარმატებულად ეწევა საკუთარი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმას მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში სამართლიანობის და განვითარების პარტია მოვიდა, მაგრამ მისით დასავლეთი ასეთი აღფრთოვანებული არ არის, როგორც სააკაშვილით. მთელი საქმე იმაშია, რომ თურქეთის მთავრობის აზრით მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს მორჩილი ლაქიის როლში ყოფნას. ქართველებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რომ ზედმეტად არ დაუმეგობრდნენ ერთ-ერთ მეზობელს, რადგან  დასავლეთმა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საქართველო გადაწყვეტს თავისი კანონიერი ნაციონალური ინტერესების დაცვას, შეიძლება მათი დემოკრატიზაცია საკუთარ საფრთხედ მიიჩნიოს.

ორიგინალი:
http://www.amconmag.com/larison/2010/06/09/georgias-flawed-elections/

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა