<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
„შიშით კვდებიან! ეშინოდეთ!!!“
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„...ოპოზიციის ნაწილმა ცრუ მოლოდინი გააჩინა. რამდენჯერ უნდა გაგვაცუროს სააკაშვილმა? ზოგი ამბობს, გამოცდილება უნდა მიგვეღოო. რა, საექსპერიმენტო ლაბორატორიაა საქართველო? საქართველოს ხარჯზე სწავლობენ პოლიტიკას? ნათელი იყო ხელისუფლების გეგმა, რომელიც შესრულდა - ხელისუფლებამ იმიჯი ნაწილობრივ გაირეცხა! სააკაშვილს მეორე სუნთქვა გაეხსნა! ეს დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე! და თუ გაბედავენ, იმ ადამიანებს უთხრან, 2 წელი მალე გავაო, ვინც ციხეში ტყუილად ჩასვეს. დიახ, ვინც არჩევნებზე წავიდა, სააკაშვილის სცენარში ჩაერთო. ჩვენ კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა მართლაც დემოკრატიული გახდეს...

...განსხვავებით კოლეგებისგან, რომლებსაც ბურჯანაძის ხსენება ჰობად ექცათ, გვარების დასახელება არ მაინტერესებს. საზოგადოებას სჭირდება თვალის გახელა და გაანალიზება, ვინ როგორ იმოქმედა, ვინ საით წაიყვანა პროცესი, ვინ რას დაპირდა ხალხს, ვინ დათანხმდა დიალოგზე, საიდანაც ხელცარიელი დაბრუნდა... იცით, არჩევნებზეც არაა საქმე. ზოგადად, ქარის მობერვაზე ოპოზიციის აქეთ-იქით გადაქან-გადმოქანებამ დააზარალა პროცესი. შარშანაც, გადავკეტავდით ქუჩას, გაიხსნებოდა. ვიტყოდით, არ მივდივართ დიალოგზე, მერე ვიღაც ღიად, ვიღაც ჩუმად გავარდებოდა. პრობლემა იყო ისიც, არჩევნებზე აგვისტოში რომ დათანხმდნენ და სექტემბერში კანდიდატები დაასახელეს. ისე, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა?

საზოგადოებას არ უჩნდება კითხვა სუბართან დაკავშირებით? არაა სოზარი არასერიოზული ადამიანი, რომ ეს გადაწყვეტილება საფუძვლის გარეშე მიეღო. ალბათ, სერიოზული საფუძველი ჰქონდა. საბოლოოდ, ერთი წელი ვაჩუქეთ სააკაშვილს, რადგან პროცესი საარჩევნო რეჟიმში გადავიდა...

...ვერ ვხედავ რაიმე ტიპის ალიანსის ან გაერთიანების შექმნაზე საუბრის საფუძველს. იმდენად გართულებულია ვითარება, გამოსავალი სახალხო კრებაა...

...საქმისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა ეტაპზეც ვისთან ჩავთვლი საჭიროდ, იმასთან წავალ სასაუბროდ. „მინუსებით“ არ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვისი ამოცანაც სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაა. ოქრუაშვილის ამოცანა, ნამდვილად არის ეს. ასე რომ, საუბრის პრობლემას ვერ ვხედავ...

სახალხო კრება, თავისი არსით, გულისხმობს, რომ არანაირი პლუსები და მინუსები არ უნდა დაიწეროს. სახალხო კრება ყველასია, ვისი ამოცანა და მიზანიც ემთხვევა შენსას...

...ბურჯანაძისა და კრების ინტერესები ემთხვევა - ხელისუფლების შეცვლა გვინდა.

...კურტანიძე ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანია. ხელისუფლება დაინანებდა მისთვის ფულის მიცემას, სხვებივით აღება რომ ეკადრა? ლუკა კურტანიძემ უარი თქვა გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეზე. ის, იცით, რას ნიშნავს? მეამაყება, იგი მეგობრად რომ მთვლის,  და მისნაირები გვერდით რომ მიდგანან...

...დღეს ბრძოლა ღირსების საგანია. მატყუარა, უპასუხისმგებლო, უსირცხვილო ხელისუფლება გვყავს. დაკარგული ტერიტორიების ფონზე წარმატებებზე ლაპარაკობენ... ამიტომ ვართ ჩართულები აქტიურად კრებაში...“

„ვერსია“, 30.06-01.07, ავტ.ნინო ლურსმანაშვილი, გვ.3
 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა