<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
„მაშინ ვერ გამოვიდოდი და იმის მოყოლას ვერ დავიწყებდი, თუ რა დაძაბული და არასასიამოვნო საუბარი მქონდა ვარშალომიძესთან... მაგარამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სააკაშვილმა მომცა ამ ფაქტზე საუბრის საშუალება და ახლა რეალობას ვამბობ...“

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„...მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაკეთო განცხადება: ძალიან სერიოზულ ანაზღაურებას, პრიზის სახით, გადავცემ იმ ადამიანს, ვინც მომიტანს ამ სახლზე და ნაკვეთზე (წყნეთის აგარაკი)  საკუთრების მოწმობას...

მე ახლა არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, ვამბობ ერთს, რომ, ეს სახლი, სამწუხაროდ, ჩემი არ არის.

... პარტიების დიდი ნაწილი ამ ცხელ სეზონზე გაჩერებული არის. მე გეტყვით, ჩემზე რატომ მოდის ხელისუფლების ზეწოლა - იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, არ გავჩერებულვართ და სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს ნინო ბურჯანაძეს. ამიტომაც არის, რომ ის ბოლო პერიოდს ძალიან ხშირად მახსენებს...

რაც შეეხება ვარშალომიძეს, ის ნინო ბურჯანაძეს კი არ უნდა დახვედროდა, არამედ უნდა დახვედროდა პარლამენტის თავმჯდომარეს. მე ბათუმში დასასვენებლად, სააკაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს ჩავდიოდი, საქმეზე დავდიოდი.

... ვარშალომიძესთან სხვა პრეტენზიები მქონდა, ეს სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის. კერძოდ, მე პრეტენზია მქონდა იმ კლანურობასთან, რაც აჭარაში ხდება: ის უზარმაზარი უსამართლობა,რომელსაც ხალხი აბაშიძის პერიოდს ადარებს - მიწების მასობრივი წართმევა,... პრეტენზია მქონდა იმ უსამართლო დაჭერებზე, რაზეც ვარშალომიძე და მისი გარემოცვა თვალს ხუჭავდა; დევნილების სასტუმროდან გამოგდებაზე მქონდა პრეტენზია,...

...ნამდვილად მეტი მეკუთვნის სააკაშვილისა და ვარშალომიძისგან, უსინდისო და არაადამიანი რომ ვეძახე ვარშალომიძეს, - ხალხი წვიმაში როგორ გამოყარე, ელემენტარულად გაგეფრთხილებინა და სხვა ზომები მიგეღო-მეთქი! მისი კარი რომ გამოვიხურე, მაინც მათი დასაცავი კომენტარი გავაკეთე, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი დანაშაული იყო...

ვანო მერაბიშვილისგან კატეგორიულად ვითხოვდი იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის უკან იდგნენ. ნათლად ვუთხარი მერაბიშვილს, რომ ერთადერთი შანსი, რომ შენ არ გადადგე,ის არის, რომ გამოხვიდე და თქვა, - ეს საკითხი ობიექტურად იქნება გამოძიებული  და მართლაც დასაჯო ის ადამიანები,  ვინც დასასჯელები არიან-მეთქი.

სანოძის, ახალაიას და დონაძის თანამდებობიდან გადაყენება, რაც ფორმალობა იყო, მაგრამ ისინი მაინც გადადგნენ თანამდებობიდან, ჩემი  დამსახურებით მოხდა. ასევე შემსრულებლის დასჯა, ამასაც არ  აპირებდა ხელისუფლება,სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით...

... ამათ რომ ჩემზე მამხილებელი მასალა ჰქონდეთ, კორუფციასთან ან კანონდარღვევასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაზე საუბარი არ მაქვს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ? სააკაშვილს უკვე დიდი ხნის ჩაჯენილი ვეყოლებოდი  ციხეში. მარტო მე კი არა, მთელ ოჯახს დამიპატიმრებდა და ძაღლებსაც მოაყოლებდა.

…სწორი გზა არის, რომ ხელისუფლებას არ დაუკრა კვერი,როცა ისინი ამბობენ, რომ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების გზით უნდა ხელისუფლების შეცვლა და არსებობს ისეთი ოპოზიცია, რომელიც სხვა გზას ირჩევს. მე მართლა მინდა, ახლა მათ ვკითხო: რა იციან მათ ჩემს გზაზე და ჩემს პარტიაზე, რაც მე არ ვიცი?

მე არ დამიმალავს და ვამბობ, რომ დიახ, ჩვენ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიბრძვით და არა რევოლუციისათვის და არა ქვეყნის დაღუპვისთვის.

...მე ღიად შევხვდი პუტინს და თავად ის ოპოზიცია, შემთხვევით თუ დაგეგმილად, რუსეთის მაღალჩინოსანს სხვა ქვეყანაში შეხვდა...

...ახლა მინდა შეგახსენოთ, რა კომენტარი გააკეთა ბატონმა კუშნერმა, რომელსც ჩვენი ხელისუფლების კომენტარები მოჰყვა. კუშნერმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა „ოკუპაცია“, თუმცა ეს სიტყვაა და პრობლემას არ წყვეტს. თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს. ვადასტურებ, რომ რუსეთის ჯარი დგას უკანონოდ და უნდა გავიდეს. რა განსხვავებაა ბურჯანაძისა და კუშნერის განცხადებებს შორის? - აბსოლუტურად არანაირი. ...

...ქალბატონი ჰილარი რომ ჩვენ შეგვხვედროდა, მას მოუწევდა ადეკვატური რეაქციის გაკეთება, ამ წუთში ამერიკის შეერთებული შტატები მზად არ იყო ამ რეაგიების დაფიქსირებისათვის. აქედან გამომდინარე, მოხდა გადაწყვეტილების მიღება,რომ რეალური შეხვედრა არ ყოფილიყო. კუშნერს კი ოპოზიცია ერთი საათის მანძილზე ესაუბრა. ამ შემთხვევაში, კუშნერი მზად იყო, ჩვენთვის მოესმინა და მან ძალიან კარგად გაიგო და მიიღო ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები.

...კუშნერი იყო შოკირებული, როდესაც ქალბატონმა თინა ხიდაშელმა უთხრა, რომ დაახლოებით ასამდე ადამიანი პოლიტიკური მოტივაციით ზის ციხეშიო. კუშნერმა საგანგებო დავალება მისცა საფრანგეთის ელჩს - ერიკ ფურნიეს, რომ სექტემბრისათვის საფრანგეთის საელჩომ მოიწვიოს საგანგებო განხილვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით...

...მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია „სახალხო კრების“ გარშემო უნდა გაერთიანდეს. სახალხო კრება არის სერიოზული ინსტრუმენტი, რომ ჩვენ რეალურად ხალხს მივცეთ შესაძებლობა, ხელისუფლებისადმი საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსიროს...

...თუ სააკაშვილი არ გადადგა, არანაირი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს და ის არც საარჩევნო გარემოს შეცვლაზე წამოვა..

...მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ეს კრება არის ძალიან სერიოზული თავყრილობა, სადაც ცნობილი მამულიშვილები არიან, მათ, სხვათა შორის,  ვერ უბედავენ დარტყმას და ჩემით ცდილობენ რომ დარტყმის ობიექტად აქციონ. „სახალხო კრება“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქართული სულისკვეთებით მოქმედებს...“

„კვირის ქრონიკა“, 19-25 ივლისი, ავტ.ნინო სამხარაძე, გვ. 6-7


  

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა