ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან
...ქვეყანაში არსებობს გადაწყვეტილებების მიღების კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმი - გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ეს არის არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილი...
...არასდროს მომწონდა ის საკადრო ცვლილებები, რომლებიც ხორციელდებოდა. ეს ხმამაღლაც მითქვამს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი სუსტი წერტილი საკადრო პოლიტიკა იყო. არ შეიძლებოდა პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ხალხის მინისტრებად დანიშნვა. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ადრინდელი მინისტრთა კაბინეტები დღევანდელ მთავრობასთან შედარებით მეცნიერებათა აკადემია იყო. დღევანდელი მინისტრა კაბინეტი ცირკი და სანახაობაა...
...როდესაც წავიკითხე, რომ საქართველოში თურმე ავიაციის აღმშენებლობის სტრატეგია შეიმუშავეს, გამეცინა. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალებაა არ აქვს, თვალყური ადევნოს მსოფლიო და მათ შორის რუსულ პრესასაც, თორემ აუცილებლად გაიხსენებდა, რომ რუსეთში ორი თვის წინ გამოქვეყნდა ავიაციის განვითარების სტრატეგია. სააკაშვილმაც არ დააყოვნა, როგორც ხედავთ...
...ისე, ძალიან სასაცილოა სააკაშვილი შტურვალთან, როცა იცი, რომ თვითმფინავის თუ ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე ისე გაიქცა, რომ დაცვა ძლივს დაეწია. ასე როდის გამამაცდა, არ ვიცი, ასეთი მარჯვე თუ იყო, რას დარბოდა გორში, ნეტავ? ისე, პუტინს, სააკაშვილისგან განსხვავებით, არ დაუკარგავს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიები...
...აღარავინ აქცევს ყურადღებას სააკაშვილის გამოხდომებს. რა კონფერედაციაზე ლაპარაკობს, ამას პრეზიდენტს ვინ ჰკითხავს? ასეთი საკითხები საერთო-სახალხო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს...
...ტრადიციად იქცა, რომ ადამიანების ნაწილი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. თვითონ გვითხრან, რას აქვს აზრი და რა გამოვა. ადვილია კრიტიკოსის პოზიციაში ყოფნა და მენტორული ტონით ჭკუის დარიგება...
...არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში მოვათავსო, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი სააკაშვილის მიერ არის ნაყიდი და ეს არ არის ახალი ამბავი. მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი 2007 წლის 7 ნოემბერსაც, ზოგიერთი ოპოზიციონერი დღეს ბევრს რომ ლაპარაკობს, მაშინაც მოსყიდული იყო. ვინ რა ღირდა, ძალიან კარგად ვხედავდი სპიკერის კაბინეტიდან და დღეს კიდევ უფრო უკეთესად ვხედავ, როდესაც ოპოზიციაში ვარ. ასე რომ, ბევრს ნუ ლაპარაკობენ...
...სახალხო კრებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ღირსეული წამოწყება, რომელმაც შეიძლება მოძებნოს გამოსავალი ქვეყნისათვის, თუმცა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მათ შორის მათგან, რომლებიც თავის დროზე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ჯერ მხოლოდ ისრები მოდის...
...რესპუბლიკელები რომ გაერკვეოდნენ, რა სურთ და რას ეძებენ, კარგი იქნებოდა...
...ძალიან სწორად მოვიქეცი, მაშინ (2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ) ხელისუფლებაში რომ დავრჩი. ეგ თუ უზნეობაა, რატომ არ იყო პოლიტიკური უზნეობა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა? ხომ არ გაიხსენებთ 2003 წელს „ნაცმოძრაობის“ საარჩვენო ბლოკში რომელი პარტიები იყვნენ? იმხანად არ იცოდნენ, ვინ იყო სააკაშვილი? 2003 წლის არჩევნებამდე ვეხვეწებოდით მე და ჟვანია, ჩვენთან ერთად გაეკეთებინათ ბლოკი, მაგრამ მათ აირჩიეს სააკაშვილი. მაშინ ჟვანია არ მოსწონდათ რატომღაც... მე მაბრალებენ ახლა უზნეობას? ის, რომ ძალიან ადრე დატოვეს საკაშვილის ხელისუფლება, თავის გასამართლებელი არ არის, პირიქით... მათ მოიყვანეს ხელისუფლებაში სრულიად არაადეკვატური ძალა, მერე დაანებს თავი და „გიჟი მიუშვეს ნებასა“. არავისგან მივიღებ ამ საყვედურებს, წამოსაძახებელი არაფერი მჭირს. იმ პარტიებმა, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების თამაში ითამაშეს...“
„ყველა სიახლე“; 02.09.10; ავტ.ნათია დოლიძე; გვ.3-4
































