<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
ეკონომიკური თავისუფლების აქტი და ქართული ბიზნესი

ხელისუფლება მცირე მეწარმეებს ებრძვის – რატომ?!
ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის” მცირე და საშუალო ბიზნესის კომისიის ხელმძღვანელთან, თბილისის ორგანიზაციის მდივანთან, მარინა შენგელიასთან.

,,როცა ნაცისტებმა მიაკითხეს კომუნისტებს, მე ხმა არ ამომიღია -  მე არ ვიყავი კომუნისტი. როცა აპატიმრებდნენ სოციალ-დემოკრატებს, მე გავჩუმდი - მე არ ვიყავი სოციალ-დემოკრატი. როცა მათ მიაკითხეს ებრაელებს, მე არ აღვშფოთდი – მე არ ვიყავი ებრაელი. როცა ჩემს ასაყვანად მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი, რომ პროტესტი გამოეთქვა.” პასტორი მარტინ ნიმოლერი – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი საუბარი “დემოკრატიული მოძრაობის” მცირე და საშუალო ბიზნესის კომისიის ხელმძღვანელთან, თბილისის ორგანიზაციის მდივანთან მარინა შენგელიასთან. იგი აცხადებს, 8 მილიარდი დოლარის ვალის მქონე საქართველოს ბიუჯეტი არაადეკვატურად იხარჯება.  მძიმე სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მყოფი ბიზნესმენების უმრავლესობა კი შიშის გამო საკუთარი უფლებების დასაცავდ ჩუმად ყოფნას ირჩევს.

- ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს, რომ საერთაშორისო რეიტინგებით, ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით,  საქართველო ტოპ-ათეულებში ხვდება. რამდენად ეფექტიანია საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა? 

-2006 წლიდან ქვეყნის განვითარების ვექტორი შეიცვალა ეკონომიკური განვითარებიდან დაუსაბუთებელი და გაუთვლელი  მილიტარიზაციისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სისტემატიურად გვამცნობს სხვადასხვა ეკონომიკური მიღწევების შესახებ, რეალურად ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა, .სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი,  საგანგაშოდ გაღრმავდა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი. ჩვენ ვცხოვრობთ ვალების ხარჯზე – დღეს ქვეყნის ვალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია.

- გამომფიტველი რეგიონული პოლიტიკის გამო დაიცალა ქალაქები და სოფლები. იმის მაგივრად, რომ ეკონომიკურად განვითარებული, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული და ამდენად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის აფხაზი და ოსი ხალხისთვის, მიმზიდველი ქვეყანა გვეშენებინა, ბიუჯეტის დიდი ნაწილი არაადეკვატურად იხარჯება.

- ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, გაუარესდა საინვესტიციო გარემო, მაგალითად ლიზინგის ფასი 9-11% -დან 18-24% -მდე გაიზარდა. ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში ნათლად გამოჩნდა, რომ მას არაფერში ესაჭიროება ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება, რომლითაც მანიპულირება ძალიან ძნელი იქნება.  პირიქით, დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს დაშინებული საზოგადოება და შეშინებულ იბიზნესმენი, რომლის მართვაც ადვილია.

- მცირე და საშუალო ბიზნესზე საუბარი ხელისუფლებას მხოლოდ ფიარისთვის სჭირდება, სინამდვილეში დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ოლიგარქიულ მონოპოლიაზეა აგებული.

- რამდენიმეწლის წინ თქვენ დააფუძნეთ,,მცირე და საშუალო ბიზნესის კავშირი -  “გაერთიანებული მეწარმეები” . 
რამდენად ხელსაყრელი გარემოა მცირე ბიზნესის განვითარებისათვის დღეს? 

- 2002 წელს ჩვენი ორგანიზაციის ლობირებით პარლამენტმა მიიღო კანონი ფიქსირებული გადასახადის შესახებ. ამ კანონის მიხედვით 2003 წლიდან 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესისათვის განისაზღვრა 5% იანი გადასახადი . 2005 წლამდე მუშავდებოდა სახელმწიფო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს პროგრამა ითვალისწინებდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის დეფინიცია და შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმი. 2005 წლიდან პროგრამის გარშემო მუშაობა შეწყდა. 2006 წელს კი სააკაშვილის ხელისუფლება მცირე ბიზნესისათვის შეღავათიანი  5% იანი გადასახადი გააუქმა და საერთო დაბეგვრის რეჟიმის ქვეშ მოაქცია.

- განსაკუთრებით საგანაგაშოა ის რეალობა, რომ ხელისუფლება ბიზნესის ტერორისათვის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დღეისათვის ბევრი ბიზნესი დალუქულია, უსაფუძვლოდ დაჯარიმებულია უზარმაზარი თანხებით. ბიზნესს პროცედურული ხასიათის პრობლემები მხოლოდ ერთი მიზნით ექმნება – შეივსოს ნაციონალების ყულაბა.

-ახალი საგადასახადო კოდექსის პრიორიტეტი, როგორც ხელისუფლება დეკლარირებს,  მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვაა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალიან კრიტიკული ხართ?

- სულაც არა. უკანასკნელ ხანებში ქართული საზოგადოება მოწმეა უცნაური მოვლენისა – ხელისუფლება მასობრივად აპატიმრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს 170 ინდმეწარმე, ასევე რამდენიმე ექიმი, ნახეთ რა მოხდა ლილოს ბაზრობაზე. სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უზარმაზარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

- თუკი ადრე ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს ამოფარებულები,  ფულს მხოლოდ მსხვილი ბიზნესისაგან იღებდნენ და ტერორსაც სწორედ მათ მიმართ ახორციელებდნენ, დღეს უკვე მთელი ძალით წვრილ ბიზნესსაც შეუტიეს და თანაც როგორ – ერთი დღის განმავლობაში ,,პასაჟსა” და “კიდობანში” ათეულობით მაღაზია დახურეს და 170 მცირე მეწარმე, რომელთაგანაც უმეტესობა ქალია, დააკავეს. მიზეზად კი საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბება დაასახელეს. ეს ადამიანები შიდა კლანური დაპირისპირების მსხვერპლი გახდნენ, არ ვეხები მათი ბრალეულობის საკითხს, მაგრამ თავად მოვლენა, ერთი დღის განმავლობაში ამდენი ინდმეწარმის განხორციელებული ფორმით დაჭერა – უპრეცედენტო და გამაოგნებელია.  დაკავებულმა მეწარმეებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ როგორ დაუკავშირდა ფირმა და ალბათ, როგორ შესთავაზა დახმარება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ დიახაც, კლანურ დაპირისპირებაში გაიჭყლიტა მცირე მეწარმე.

- ხელისუფლებამ ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი მხრივ, მისთვის კარგად აპრობირებული მეთოდებით საპროცესო გარიგებით ამოიღებს სოლიდურ თანხას. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო საპროცესო გარიგებების მიმართულებით ბიუჯეტის შევსების მხრივ ერთერთი პირველია მსოფლიოში. მეორ მხრივ  კი – დამძიმებული სოციალური ფონისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ელის რა საზოგადოების საპროტესტო გამოსვლებს, ცდილობს პრევენციის სახით, საზოგადოება უფრო დააშინოს.

- საქმიანობის გასაგრძელებლად რა თავდაცვითი მექანიზმები შეიძლება გააჩნდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს?

- ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვინც დაზარალდა ხელისუფლების ქმედებით, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობის შესახებ. მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ხელისუფლების განუკითხაობასთან დაპირისპირება.

- დღეს ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო დააშინოს საზოგადოება, რომ ადამიანებმა ვერ გაბედონ ერთად შეკრება და საკუთარი უფლებების დაცვა. როდესაც ინდმეწარმე გირაოს გადაიხდის, წინ კი საპროცესო გარიგებაელოდება, გასაკვირი არ არის მისი პასიურობა და პროტესტის გამოხატვისაგან თავის შეკავება. „დემოკრატიული მოძრაობა" და სახალხო კრება გვერდში დაუდგება და თანადგომას გაუწევს საკუთარი უფლებების დასაცავად მეწარმეებს.

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეკონომიკური და საინვესტივიო გარემოს გაჯანსაღება და დასაქმების პრობლემის მოგვარებას სჭირდება სისტემური ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში მხოლოდ არსებული რეჟიმის შეცვლით მიიღწევა. ყოველი დღე ამ ხელისუფლების სახელმწიფო სადავეებთან ყოფნისა, არათუ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, არამედ ქვეყნის ყოფნა-არყოფნისათვის არის საშიშროების შემცველი. 

 

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა