საინტერესო
„დემოკრატიული მოძრაობამ“ პარტიის მიერ შემუშავებული „ქვეყნის სოციალური პოლიტიკის პრობლემებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები“ წარმოადგინა

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“   პარტიის მიერ შემუშავებული „ქვეყნის სოციალური პოლიტიკის პრობლემებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების“ პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ეკსპერტები ესწრებოდნენ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში წარმოდგენილია არსებული სოციალური პოლიტიკის ნაკლოვანებების ანალიზი და პარტიის ხედვა აღნიშნული სფეროს პრიორიტეტებისა და განვითარების მიმართულებების შესახებ.

სტატისტიკური ანალიზის ნაწილში განხილულია ქვეყანაში სიღარიბის და დემოგრაფიული მაჩვენებლები, უმუშევრობის დონის დინამიკა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ცვლილებების ტენდენცია...

აღნიშნულია, რომ არ არსებობს სოციალური სფეროს მშენებლობისა და განვითარების მკაფიო და საზოგადოებასთან შეთანხმებული კონცეფცია;

სოციალური სფერო გახდა ბიზნესინტერესების ასპარეზი. უკანა პლანზე გადაიწია სფეროს სოციალურმა ფუნქციამ;

მიღებულია აბსოლუტურად გაუმართლებელი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები;

არსებული საპენსიო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მისი ძირითადი მიზნების განხორციელებას: სიღარიბის აღკვეთას და ღირსეული სიბერის გარანტირებას - (2009 წლის მონაცემებით საქართველოში 1700000-ზე მეტი მოქალაქე უმწეოდ თვლის თავს, რაც მთელი მოსახლეობის 40% შეადგენს);

სოციალური დახმარებების მეთოდოლოგია არასანდოა;

დასაქმებისადმი მიდგომა კამპანიური, პოპულისტური და  მოჩვენებითია;

შრომის კანონმდებლობა მორგებულია მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე;

სოციალურად დაუცველნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

უკიდურესად დაბალია სახელმწიფო სახსრების მიზანმიმართულობა და ხარჯეფექტიანობა ჯანდაცვის სფეროში;


ბუნდოვანია ჯანდაცვის სახელმწიფო გარანტიები: - დღეისათვის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის გაუქმებულია ონკოლოგიის, კარდიოქირურგიის, ურგენტული სტაციონარული დახმარების, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები; შეკვეცილია ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის მოცულობა;

ჩავარდა „100 ახალი საავადმყოფოს“ და „იაფი დაზღვევის“ პროექტები;

„დემოკრატიულ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ სოციალური სფეროს მოწყობა უნდა ემყარებოდეს მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების და მყარი გარანტიების შექმნის რეალისტურ ხედვას;

ქვეყნის სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ხანგრძლივ ეფექტებზე გათვლილ, საჯარო განხილვების გზით საზოგადოებასთან შეთანხმებულ ღონისძიებათა ერთობლიობას;

დახმარებების მიზანმიმართულობისთვის საჭიროა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის გამოვლენის მეთოდოლოგიის სრულყოფა; დასაქმებულთა დაზღვევა უმუშევრობისაგან; უმუშევართა ხელშეწყობა ახალი სამუშაოს მისაღებად;

შრომის კანონმდებლობაში  მაქსიმალური გარანტიების შექმნა დასაქმებულთათვის;

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს და იძლევა  ქვეყანაში შიდა ინვესტიციების განხორციელების საშუალებას;

პარტიის ხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პრიორიტეტული იქნება პირველადი ჯანდაცვა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მკურნალობის ხარისხზე და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინა;

უზრუნველყოფილი იქნება მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და რაციონალური გამოყენება; გატარდება ეფექტიანი ანტინარკოტიკული პოლიტიკა სადაც პრიორიტეტული  პრევენცია, ნარკოტიკებისგან თავისუფალი ცხოვრების ხელშეწყობა და დეკრიმინალიზაცია იქნება.

„დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სოციალური პოლიტიკის რეალიზებისას მიღწეულ იქნება შემდეგი შედეგები:

ქვეყანაში ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების უკიდურეს სიღატაკეში მოხვედრის ქმედითი ბარიერი და დააჩქარებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩამოყალიბდება სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სიკეთეების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

შეიქმნება დამცავი მექანიზმი, რაც შესაძლებლობას შექმნის მომზადდეს ჯანმრთელობის დაცვისა და საპენსიო სისტემის თვისობრივად განსხვავებული ხასითის რეფორმები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური რისკის გარეშე განხორციელდება.

 

National_Social_Politics_Problems_and_Main_Directions_of_Development_georgian_version.pdf

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო