საინტერესო
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი USAID-ის პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა

2 თებერვალს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე USAID - ის წარმომადგენელს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა. ალექსანდრე სოკოლოვსკი USAID - ის პოლიტიკური მრჩეველია და უშუალოდ საქართველოსა და რეგიონის საკითხებზე მუშაობს. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ამ პროცესებში პოლიტიკური პარტიების როლი და პარტიების განვითარების დახმარების მიმართულებით USAID-ის გეგმები იყო.

ნინო ბურჯანაძემ USAID - ის წარმომადგენელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარტიის ხედვა გააცნო. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განვითარებისა და პოლიტიკური პარტიების ჯანსაღი ფუნქციონირების თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა. როგორც თვალსაჩინო მაგალითი, საუბარი შეეხო ხელისუფლების მხრიდან იმ კანონის დარღვევას, რომელიც უზრუნველყოფს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას. ხაზგასმულ იქნა, რომ 2009 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს, პრაქტიკულად, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ შეგნებულად იქნა შეჩერებული პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების პროცესი. ნათლად გამოიკვეთა პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური წნეხის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ხორციელდება ოპოზიციური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ. პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ შემთხვევაში „დემოკრატიულ მოძრაობას", თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა დაერეგისტრირებინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მხარდამჭერთა ფრაქციები, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის პარტიის რეგიონალურ განვითარებას. შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან რეგიონალური ოფისების აქტიური წევრების დაპატიმრების, დაშანტაჟებისა და დაშინების მცდელობის კონკრეტული მაგალითები იქნა მოყვანილი.

ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის NDI -სა და IRI -სთან. USAID-ის წარმომადგენლის შეკითხვაზე, თუ რით შეიძლება USAID დაეხმაროს საქართველოს, ნინო ბურჯანაძემ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა სტუმარს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, USAID-ს შეუძლია უფრო აქტიურად განახორციელოს პოლიტიკური პარტიებისადმი მხარდაჭერა, რაც საერთაშორისო დონის ტრეინინგების უზრუნველყოფას, პოლიტიკური პარტიების პროგრამების დახვეწისა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების მიმართულებით დახმარებას გულისხმობს. შეხვედრაზე დასახულ იქნა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს „დემოკრატიული მოძრაობის", როგორც პარტიის განვითარებას და თავისი პროგრამით, სტრუქტურით, რეგიონალური ორგანიზაციებით და ასევე პარტიის წევრების პარტიული ან იდეოლოგიური ცოდნის დონით საერთაშორისო და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო