საინტერესო
ნინო ბურჯანაძე ჭაბუა ამირეჯიბს ეწვია

როგორც ცნობილია, 27 იანვარს, საზოგადოებისთვის ცნობილი და საპატივცემულო ადამიანების ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფმა სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის აუცილებლობის მოწოდებით მიმართვა გაავრცელა.

3 თებერვალს აღნიშნულ თემაზე დეტალურად სასაუბროდ ნინო ბურჯანაძე სტუმრად ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს ეწვია.

„სახალხო კრების იდეა ჩვენი პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ, ისევე როგორც ბატონი ჭაბუა და მისი თანამოაზრეები, ვერ ვხედავთ ვერანაირ აზრს ამ ხელისუფლებისა და საარჩევნო გარემოს პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება.

ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ბატონი ჭაბუა ამირეჯიბისაგან მოდის, რომ მას მკვეთრად კრიტიკული ხედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ არა ლოდინი, არამედ დაუყოვნებლივი მოქმედებებია საჭირო. საუბარი დეტალურად შეეხო ბატონი ჭაბუას შეხედულებებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს კრებისათვის მოსამზადებელი პერიოდი. როგორი ხედვა აქვს მას აღნიშნულ აქტივობაში საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით და რა შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს კრებამ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ბატონ ჭაბუას საკუთარი და „დემოკრატიული მოძრაობის" წევრთა უდიდესი პატივისცემა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა" გააგრძელებს კონსულტაციებს სახალხო კრების ინიციატორებთან, რათა უფრო ღრმად ჩაწვდეს ამ კრების რეალიზაციის და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობებს, რათა პარტიამ შეძლოს გაანალიზოს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას ამ ძალიან საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში.


                                                                                                                                                                                          დამატებით იხილეთ: „რეზონანსი"
                                                                                                                                                                                                                         „ასავალ დასავალი"

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო