საინტერესო
ნინო ბურჯანაძე საქართველოში NDI-ის წარმომადგენელს შეხვდა
დღეს, 12 თებერვალს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში NDI -ის წარმომადგენელს ლუის ნავაროს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე და გამოსავლის რეალურ გზებზე.
ნინო ბურჯანაძემ ლუის ნავაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ფორმირებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები გააცნო, მადლობა გადაუხადა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება მე-2 არხის ფორმირებაში NDI-ის ზედამხედველობით ფუნქციას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ მე-2 არხი რეალურად იქცეს ოპოზიციური აზრის გახმოვანების მექანიზმად და რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ობიექტური ინფორმაცია.
NDI ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში უკანონო პატიმრების საკითხით მუდმივად ინტერესდება და აღნიშნულის მონიტორინგს ახორციელებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ლუის ნავაროს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ წარმომადგენლებზე მორალური, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხის შესახებ.


ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო