პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ქართული სპორტის გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს.ძალზედ მძიმეა, როდესაც ნოდარისნაირი ახალგაზრდა, წარმატებული და პერსპექტიული ადამიანები ასე ადრეულ ასაკში ტოვებენ სიცოცხლეს. დარწმუნებულნი ვართ, იგი საკუთარი პროფესიული წარმატებით მრავალგზის ასახელებდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზე. ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას უდავოდ შემოინახავს ქართული სპორტის ისტორია.
























