საინტერესო
ნინო ბურჯანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსკოვსა და ბრიუსელში გამართულ ვიზიტებზე ისაუბრა

დღეს, 17 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში”  არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის” ორგანიზებით, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სპექტრისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


„გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილში დიდი ინტერესი გამოიწვია ნინო ბურჯანაძის რუსეთსა და ბრიუსელში ვიზიტმა, საჭიროდ ჩავთვალეთ ორგანიზება გაგვეკეთებინა შეხვედრისთვის, რომლის ფორმატიც საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა უშუალოდ ქალბატონი ნინოსგან მოესმინათ ვიზიტის მიზნებისა და შედეგების შესახებ. ვფიქრობთ, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ეს არ იყო შეხვედრა საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ცალსახად პოზიტიურად აფასებს  ქალბატონი ნინოს ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, ალბათ სწორედ ამიტომ იყო საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი, დისკუსია, კამათი და არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ იმ მყარი არგუმენტების შესახებ, რომლებიც ქალბატონი ნინოს მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.


როგორც ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასასრულს განაცხადა, მის ვიზიტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერსის გათვალისწინებით, მზად არის შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

„მზად ვარ შევხვდე დაღუპული მეომრების დედებსაც და გულწრფელად ვესაუბრო ყველა იმ საკითხზე, რაც მათ გულისწყრომას იწვევს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც ვდგამ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესებს ითვალისწინებს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ვერ დგამს ვერც ერთ პოზიტიურ ნაბიჯს, ვერ არეგულირებს ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოსთან და ეგუება ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას, უმნიშვნელოვანესი იყო ნინო ბურჯანაძესთან შეხვდრის დროს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, სადაც ღიად დაფიქსირდა, რომ  არ არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკითხები, მათ შორის ყველაზე მტკივნეულიც, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება.

 

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო