საინტერესო
ნინო ბურჯანაძემ "დემოკრატიული მოძრაობის" დარბაზის წევრებს მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტების შედეგები გააცნო
დღეს, 18 მარტს, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის მთავარ ოფისში დარბაზის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეგახსენებთ, რომ  პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დარბაზი წარმოადგენს საკონსულტაციო-წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების განხილვა, საჭირო და დროული რეკომენდაციების შემუშავება და მათი ცხოვრებაში გატარების მხარდაჭერა.
დარბაზის შემადგენლობაში შედიან ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ნინო ბურჯანაძე მოსკოვსა და ბრიუსელში გამართული ვიზიტების დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ესაუბრა.
„2010 წლის იანვარში დავოსში ჩემი ვიზიტის დროს გამართულმა შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში აღარ დგას. დასავლელი პარტნიორები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებენ მხოლოდ ერთზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის გარეშე არსებული პრობლემების მოგვარება არ მოხდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დარბაზის წევრების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ საქართველო-რუსეთთის ურთიერთობის დარეგულირების გრძელვადიან სტრატეგიაზე დარბაზმა აქტიურად დაიწყოს მუშაობა. განხილულ იქნას სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დარეგულირების პროცესის დაწყება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება გონივრული პოლიტიკური კურსით.
შეხვედრაზე დარბაზის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დროს  რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, სადაც ღიად დაფიქსირდა, რომ  არ არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკითხები, მათ შორის ყველაზე მტკივნეულიც, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როგორც ბრიუსელში, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან მოსკოვში ვიზიტი დადებითად იქნა შეფასებული.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვსა და ბრიუსელში გამართული ვიზიტების შედეგებზე, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და ამოცანებზე სასაუბროდ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო